face.ge - ესაა სოციალური ქსელი და გაცნობის საიტი. მიმოწერა ძველ მეგობრებთან, ახალი ხალხის გაცნობა!
საიტის გამოსაყენებლად გთხოვთ შემოხვიდეთ სისტემაში ან დარეგისტრირდეთ!
ბლოგები: ახალი ჩანაწერები

მანდილოსნებს :):)

  დაარეკლამე ბლოგი


წაიკითხე მეტი »
online gogusia (18)
კომენტარები (1)  |  ჩანაწერის შეფასება: 5

ხელებს მოგაჭრი! :D

  დაარეკლამე ბლოგი


წაიკითხე მეტი »
online venoka (17)
კომენტარები (0)  |  ჩანაწერის შეფასება: 0

მიყვარხარ! სულელო...(((

  დაარეკლამე ბლოგი
სულელო...
ღამეა და ამეკვიატე,
წერილი ჩემიდან შენამდე მესიჯად,
მოვა და ერთ დილას კვლავ გაგილამაზებ,
სიყვარულს დაგიფენ სუნთქვასთან სხივებად.
ოცნებებს არ ვეტრფი და როგორც არასდროს,
ვგრძნობ, უკიდეგანო-მე, რეალისტი ვარ,
ხვალ სიო დაკეცავს გაშლილ ფრთებს,
სანაცვლოდ,
ვითხოვ და სიზმარშიც თვალებში ჩაგხედავ.
სულელო...
მსურდი და დღეს აგიკვიატე,
დღე არა, ღამეა, ჩურჩულის საათი,
ქვაფენილს ფეხდაფეხ, რომ ავეტიალე,
ფიქრებად კი არა, სურვილის ნაფაზით...
გრძნობებით თამაში არჩემეულია,
სულელურ ფრაზებით არ მინდა მოგხიბლო,
ამ წერილს უბრალოდ, მესიჯად ვაგზავნი,
სამ სიტყვად:
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
სულელო.
 

წაიკითხე მეტი »
online tera (25)
კომენტარები (1)  |  ჩანაწერის შეფასება: 3

წერილი დიდიხნის გადახვეწილ მეგობარს

  დაარეკლამე ბლოგი

ასე ვარ:
სახლში,
რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ,
ძნელია სუნთქვა – ჭერი აქვს დაბალი.
კედელზე,
შენ რომ მაჩუქე ის არა,
სულსხვა -
საათის ისრები
მეხსიერების ძაფებისგან
მონატრების ქსელებს აბამენ.
ამ სახლის ხვედრია -
მტვრიან დღეებზე დარდი,
დანგრევის ლოდინი. . .
მაგრამ,
აქ ზოგჯერ,
პატარა გოგონა ფორტეპიანოზე
ბეთჰოვენის "ელისეს" უკრავს
და მაშინ. . .
ანგელოზები მოდიან

ლუბა ელიაშვილი



წაიკითხე მეტი »
offline maka345 (29)
კომენტარები (0)  |  ჩანაწერის შეფასება: 3

შეყვარებული მეამბოხის ლექსი

  დაარეკლამე ბლოგი
არ გაგაბრაზებ,
ისე წავალ,
შეუშფოთებლად..
დავიწროვდება ჩემი სულის
თვალსაწიერი,
სად შეგვიძლია გრძნობებისთვის
თავისშეწირვა,
მეამბოხეებს, უპოვრებს და ფლიბუსტიერებს.
როგორ მეგონა აგიტანდი,
მხარზე შემომჯდარს -
მოვახერხებდი,
ჩიტის სულელ დარდთან შეჩვევას...
სასაცილოა - სიკვდილს უფრთხის ადამის მოდგმა,
თან კარგად იცის,
ბოლოს მაინც ყველას ეწვევა.
მზერას ამრეზილს,
ამარიდებ გიჟს და ბოგანოს,
თავს შეგაზიზღებს
გაზეპილი ჩემი დრედები,
ვერ გამიხსენებ,
ან იქნება შიშიც მოგგვაროს,
ფუმფულა ქურქზე უნებურად თუ გაგედები.
ნუ შემიბრალებ!
დამიჯერე - არ ვარ საპყარი.
ღვთისმოშიშივით -
ყასიდად მაქვს თავი დახრილი.
აქ - ადვილია არ გიყვარდეს,
ერთი ქალი და... მთელი სამყარო,
ასე პატარა,
სხვის ჭუჭყიან ქუდში გაჩრილი.
ხურდას თუ მომცემ,
მოგიყვები, რად ვერ მხედნავენ
მტვერში წაქცეულს,
ქარი როგორ მესაუბრება,
სულში ჩაზრდილი,
ფარად დამაქვს ჩემი ბედლამი -
ჯაჭვით დაბმული შეშლილების თავისუფლება!
მაინც არ მესმის
ტკბილცხოვრებაზეუარისმთქმელი
შენი ნახვისას რატომ ბორგავს,
გული ოხერი,
მკერდში ჰქონიათ
ჯოჯოხეთივით…


წაიკითხე მეტი »
offline maka345 (29)
კომენტარები (0)  |  ჩანაწერის შეფასება: 0

ცოტა-ცოტა, ბევრი არა

  დაარეკლამე ბლოგი
ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე


წაიკითხე მეტი »
online an111
კომენტარები (0)  |  ჩანაწერის შეფასება: 8

Patimrebi cekvaven jacksons :D

  დაარეკლამე ბლოგი



წაიკითხე მეტი »
online jacksons (16)
კომენტარები (4)  |  ჩანაწერის შეფასება: 12

დე, იცი...

  დაარეკლამე ბლოგი
დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი...


წაიკითხე მეტი »
online an111
კომენტარები (2)  |  ჩანაწერის შეფასება: 6

:))

  დაარეკლამე ბლოგი
იცი, რა?
-ვიცი რა,
წვიმამ ბევრი ითმინა,
ბოლოს ვერ მოითმინა,
იწვიმა და იწვიმა...

-კიდევ, კიდევ, იცი რა?
გულმაც ბევრი ითმინა,
მანაც ვერ მოითმინა,
იტირა და იტირა...

-ახლა გითხრა?
-მითხარი!
-დაივიწყე, ვინც არი,
მე მაჩუქე ფიქრნარი,
მიყვარხარ-თქო, მითხარი...

-ვიცი, ვიცი - გავები,
შენს მახეში გავები,
მოვიშორე შავები,
შენს ფერხულში ჩავები...

-გაბრაზდები?
-გაგიგებ!
ლამაზ კოშკებს აგიგებ,
გულში სითბოს ჩაგიდებ,
იებს ფერხთით დაგიგებ...

-კიდევ იცი რა მინდა?
შენი მოპარვა მინდა,
თორემ სული დამიდნა,
წვიმამ ზეცა დაბინდა...

კიდევ, კიდევ იცი რა?
მზემაც ბევრი ითმინა,
სითბო ვერ მოიცილა,
ბოლოს ბევრი იცინა...

კიდევ გითხრა?
-მითხრა რა?
-სხვა რა გინდა?
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !.
.


წაიკითხე მეტი »
online an111
კომენტარები (0)  |  ჩანაწერის შეფასება: 0
1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10]