Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!

Last 7 days best blogs authors:

lukasios
Points: 113 Blog »
Annie
Points: 75 Blog »
Qetu
Points: 74 Blog »
BATURIE
Points: 74 Blog »
Blogs: new entries

****************

  Promote
სულში იმ ცრემლის ცივი ბზარია
- ბრმა ტყვიასავით მძიმე და ავი,
მე ვდარდობ ახლა უფრო ძალიან
- რომ აღარც დარდის აღარ მაქვს თავი.


Read more »
online xameleon (36)
Comments (0)  |  rate of the entry: 5

ეგოს ტყვეობაში

  Promote
მომიტევე მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრა:"ეგო – სხვადასხვა პოზაში ხმარობს ადამიანს!" …და ხშირად ძალზედ გარყვნილ ფორმებში. ამ გარყვნილების ერთ-ერთ ვარიანტს – საკუთარი უბედურების სამყაროზე გადაბრალება წარმოადგენს.

ეგო საკუთარ თავს სრულყოფილად და ყოვლისმცოდნედ თვილის. სწორედ ამიტომ, ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს, რომ მან თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობს და თავად უზრუნველჰყო ყველაფერი ისე, როგორც ის ცხოვრობს.

- ესეიგი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ასეთი უბედურია?

პასუხი მყისიერად ჩნდება: "რა თქმა უნდა სამყარო". აი თურმე ვინ არის ყველაფერში დამნაშავე.

შემდეგ კი ეს აზრი ეპიკური რომანივით ვითარდება:

- მე, ასეთი შესანიშნავი ადამიანი, პტაქტიკულად სრულყოფილების განსახიერება, იძულებული ვარ ბოლო დონის არარაობასავით ვიარსებო ამ უსამართლო სამყაროში,…



Read more »
online apatea
Comments (1)  |  rate of the entry: 5

***

  Promote
"არავის მისცე უფლება გახდეს შენი ყველაფერი, რადგან როდესაც ის წავა, შენ გაქვს არაფერი.

Read more »
online link (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 5

***

  Promote
როდესაც ხშირად პატიობ- სარგებლობენ, როდესაც დიდხანს გიყვარს -ვეღარ ამჩნევენ, როდესაც მზად ხარ ყველაფრისთვის აღარ აფასებენ და მხოლოდ მაშინ ხდები ძვირფასი, როდესაც მიდიხარ და აღარასდროს დაბრუნდები უკან ** )

Read more »
online link (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

***

  Promote
-ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ ყველა ვერ გაიგებს...

Read more »
online link (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

***

  Promote
ვინც ვერასოდეს გამიგებს ყველა თავის გზით წავიდეს! = ))

Read more »
online link (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

***

  Promote
დრო,დროზე ჩქარა მიქროდა,დრო არაფერზე ფიქრობდა.ფიქრი რად უნდა დროს,დროს როცა უნდა თოვს..

Read more »
online link (32)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

ყველა ოცნებაზე მეტად სხვ ფერია...

  Promote
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.
ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია?
ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია.
ქალის გახატება ნეტავ სად წერია?
ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე,
ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე.
ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია,
გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია.
ქალი ერთი არის სულში ჩაძირული,
მისი არსებობა გულში გაყინული.
ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით,
ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით.
ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს,
დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს.
მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა,
ქალი სათნოების ჩუმი სახებაა.
ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვ ფერია...


Read more »
offline giuzeli (35)
Comments (0)  |  rate of the entry: 0

გადაგეჩვევი...

  Promote


ნელ-ნელა აწყობ ნივთებს თაროდან და
გაზაფხულის წვიმას აყოლებ გადაღლილ
ფილტვებს..
მე ნუ გამკიცხავ...

მომენატრები...
და სამყარო ისე დიდია,
რომ მეშინია
უსიკვდილოდ გარდაცვალების,
რომ
მეშინია იმ სიცოცხლის, სადაც
შენ არ ხარ...

გადაგეჩვევი...

იმეორებ მაინც ჯიუტად და
ხელისგულებს
თუ დაამჩნევ ჩემს სახის ნაკვთებს,
მე მოგიყვები შენს მომავალს,
თუ შევხვდით..
სადმე_

დავაწყობ კარტებს,
ტაროს ან და
უფრო მაგიურს...
გუგებს შეჩვეულ სიმარტოვეს
ნაზიარები,
ნაპირზე დაყრილ შიშველ ცოდვებს
ღმერთებს შევწირავ და
საიდუმლოს სხვა ცხოვრების გზაზე გაგიცვლი.

მომენატრები....

ყველა სურვილს როგორ გავუძლო?
ყველა წვრილმანზე ავიშალო ისევ ნერვები?
დახეთქილ გულებს
ინფაქტისგან თუ გავალურჯებ,
დაჭიმულ მაჯებს
კი ეტობა შავად ვენები...

გადა_გეჩვევი...
როგორც ქარი
კარდაკარ წანწალს და
როგორც მთვარე ღამით მოსვლას დედამიწაზე.

გადა_გეჩვევი...
აქ ჰაერი ისე ცოტაა,
ბაბუაწვერებს წელში ამტვრევს
ყველა სურვილი...


Read more »
online apatea
Comments (2)  |  rate of the entry: 10

ნიკა ჩერქეზიშვილი..

  Promote
,,არც არაფერი.

არც არავინ.
კედლები.
ტახტი.
იქვე, ტახტის წინ, იატაკზე, წყლით სავსე ჭიქა.
და ყველაფერი (ჩვეულებრივ) სულერთი გახდა
და ბუნებრივი.
აღარც რამე გულამდე მიგაქვს.

მხოლოდ ბოლომდე ჩაიწყვიტო ნერვები – ცდილობ,
რომ გამართლება მოუძებნო გადახსნილ მაჯებს…

ჯერ დედაშენის განწირული: “რა ქენი, შვილო!”
გიჭერს მხრებში და მთელი ძალით გბღუჯავს
და განჯღრევს.”



Read more »
online apatea
Comments (2)  |  rate of the entry: 15
1  2  3  ...  48  49  50  51  52  ...  98  99  100  [»]  [+10] 

© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge