Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ეს შენი ცა არი, თვალებით სადაც გინდა...

ეს შენი ცა არი, თვალებით სადაც გინდა
წახვალ და ბოლოს მზერას მეჯიხურის
იქ გადაეყრები, სადაც ჩანს მთაწმინდა
წუხანდელ ყინვისგან კალთებშეჭირხლული.


გადაშლი გაზეთს და თავს იგრძნობ პეტიტად,
სადღაც გაგისხლტება განცდა მშვენიერი,
კენკავ განცხადებებს შრიფტების ფეტვიდან
და ვიღაც გკარნახობს: ეს ცა შენი არი.


იქ, ორი ღრუბელი ერთმანეთისაკენ
მიიწევს ზოზინით, ესწრაფვის ერთობას,
მტკვარი კი _ ქალაქის ერთადერთი სარკე,
აღმოსავლეთისკენ დინებით ერთობა.


ფიქრობენ თვალები მზერით გადაღლილი
სადმე შეისვენონ, ოღონდაც აქ არა,
ხესთან მათხოვარი იდგა თავდახრილი,
აღარ ჩანს, საკუთარ თვალებში გამქრალა.


შეშლილი მიდის და მის წყვეტილ ლექციას,
ნერვიულ მიმოხვრას დასცინის გლეხუჭა,
ხომ ჯობდა ცოტა ხნით, რომ გვერდი გექცია,
ანდა ყველაფრისთვის თვალი მოგეხუჭა.


თუმცა თვალის ფსკერზეც ცეკვავენ ლაქები,
წრეში იდღაბნება ფერადი დავლური,
იღლები გაბნეულ ციტატის ლაგებით
და ქალის სხეულის შიშველი მთავრულით.


ეს ცაა შენი თვალების მომპარველი,
იგრილებ გამშრალ ყელს `ყაზბეგის ყლუპითაც,
შენს ფიქრებს აწყობილს შავი ნონპარელით _
ვიღაც აკვირდება სამყაროს ლუპიდან.

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.