Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nestaniii blog

dietebi kalbatonebistvis ;)

შეიყვარეთ ხახვი

ხახვი - მაგიური ბოსტნეულია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს, ორგანიზმიდან წყალი გამოაქვს და 48 საათში 2-3 კილოგრამს გაკარგვინებთ. რეცეპტი ასეთია: აიღეთ 1 კგ. მწვანე ხახვი, გაასუფთავეთ, მოვაჭრათ ფოთლები, დარჩენილი ბოლქვები 1 ლიტრ ადუღებულ წყალში ჩადეთ და 2 დღე-ღამის განმავლობაში სვით ყოველ 2 საათში 1 ჭიქა. თუ ასეთი ვარიანტი მოგბეზრდათ, ბოლქვებს ზეითუნის ზეთი დაასხით, შეკაზმეთ სანელებლებით, ლიმნის წვენით და ზშეუძღუდავი რაოდენობით

 

მოდით, გავერკვეთ, რომელი პროდუქტები ითვლება შეუთავსებლად და რომლების შერევა სჯობს:

ცილები (ხორცი, თევზი, ყველი, კვერცხი, თხილი და ნიგოზი) აუცილებლად ცალცალკე უნდა მიიღოთ, მათი შეთავსება მხოლოდ იმ მწვანილთან და ბოსტნეულთან შეიძლება, რომლებიც არ შეიცავს კრახმალს.
მოერიდეთ ერთ ჯერზე კრახმალის შემცველი რამდენიმე პროდუქტის მიღებას. მაგალითად, არ არის რეკომენდებული კარტოფილის და პურის ერთად ჭამა.


სადილს რძეს ნუ დააყოლებთ. რძე ყოველთვის სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა მიიღოთ.
შესანიშნავად ერგება ერთმანეთს ცხიმი და კრახმალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველიან მაკარონს, კარაქში გაკეთებული და უყველო სჯობს.
ისეთი ეგზოტიკური რამეების ჭამა, როგორიცაა ნესვი და საზამთრო, ცალკე სჯობს, ნუ მიაყოლებთ სხვა რამეს და ნურც დააყოლებთ რამეს, ცალკე დრო შეარჩიეთ მათ დასაგემოვნებლად.
ბოსტნეული, მწვანილი, ხილი და კენკრა იჭმევა ნებისმიერ პროდუქტთან.
გრეიფრუტის ან ლიმონის შაქრით დატკბობა არ ღირს. ეს ორი პროდუქტი შეუთავსებელია.
არც შაქრისა და შოკოლადის და სხვა ტკბილეულის დამატება შეიძლება რძემჟავაზე დამზადებულ პროდუქტისთვის, ვთქვათ, მაწვნისთვის.

 

dieta

პირველი დღე:5 ცალი მოხარშული კარტოფილი და ნახევარი ლიტრი კეფირი

მეორე დღე:200 გრამი არაჟანი და ნახევარი ლიტრი კეფირი

მესამე დღე:200 გრამი ხაჭო და ნახევარი ლიტრი კეფირი

მეოთხე დღე:ნახაევარი კილოგრამი მოხარშული ქათამი (კანის გარეშე უმარილოდ) და ნახევარი ლიტრი კეფირი

მეხუთე დღე:ერთი კილოგრამი ვაშლი ან ნახევარი კილოგრამი სტაფილო, ან 300 გრამი შავი ქლიავი და ნახევარი ლიტრი კეფირი

მეექვსე დღე :ერთი ლიტრი კეფირი

მეშვიდე დღე:ერთი ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი

შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ექვს ჯერზე გაანაწილოთ, ანუ მიირთვათ: 8, 10, 12, 14, 16, 18 საათებზე.

დიეტის დაცვის შემდეგ (7 დღე) იკვებებით ჩვეულებრივად, მაგრამ კვების რაციონში შეზღუდეთ ტკბილეული, ცხიმიანი დამ წარე საჭმელები. ეს წონის შესანარჩუნებლად არის საჭირო. შესაძლოა, დიეტის შემდეგ კვირაში ნახევარი კილოგრამი მოიმატოთ, მაგრამ საგანგაშო არაფერია, არც თქვენ შეშინდეთ. ერთი კვირის სემდეგ კვლავ დაიცავით დიეტა და შედეგის შენარჩუნებას დიდხანს შეძლებთ.

 

 

1) განსაკუთრებით პოპულარულია “ჟოკეის დიეტა”.

თამაშის წესები: პირველ დღეს ჭამ შემწვარ წიწილას, მაგრამ ანაწილებ სამ ჭამაზე, მეორე დღეს სამ ტრაპეზზე 300 გრამი ხბოს ხორცი უნდა გაანაწილო, ხოლო მესამე დღეს – 5 ჭიქა ყავით უნდა დანაყრდე. შედეგად 3-დან 5 კილოგრამამდე გაქრება.

დიეტის პოპულარობაში სახელსაც დიდი როლი აქვს (ყველას სურს იყოს მსუბუქი და მოძრავი) და შიმშილობის მოკლე ვადასაც, ეს დიეტა განსაკუთრებით მათ მოსწონთ, ვინც უხორცოდ ვერ ძლებს. საბოლოოდ, სამდღიანი შიმშილის ფასად ზედმეტ 3-5 კგ. ალბათ გამოემშვიდობებით.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, უამრავი საქმე გაქვთ და ფხიზელი თავი გჭირდებათ? მაშინ ეს დიეტა თქვენთვის არაა! მით უფრო, რომ შედეგი არასაიმედოა: როგორც კი ნორმალურ კვებას დაუბრუნდებით, კილოგრამებიც დაბრუნდებიან!

 

 

 

 

 

დიეტა დუნდულებისთვის

1. 1 კვერცხი გახუხულ პურთან ერთად, მოშუშული პომიდორი
2. 1 თეფში სამარხვო სუფი, 2 ხრაშუნა პური (ე. წ. ხლებცი), 100 გრ. ყველი
3. 1 კანგაცლილი ქათმის ფეხი (მოხარშული), ბოსტნეულის სალათის საკმაოდ დიდი ულუფა, ქათონარევი ფქვილის ფუნთუშა
4. 175 გრ. მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათის საკმაოდ დიდი ულუფა, 2 სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო
5. მშრალი ღვინო, ნაკლებცხიმიანი მაწონი ან იოგურტი, თევზი და ა.შ.

სავარჯიშო:

• თუ რამე ქვედა უჯრიდანაა ამოსაღები - კი არ დაიხაროთ, არამედ ყოველ ჯერზე ჩამუხლება სცადეთ. თუ იმის დრო და საშუალებაც გაქვთ რომ 10-ჯერ ჩაჯდეთ და გაიმართოთ, კიდევ უკეთესი.
• მაგარ სკამზე დაბრძანდით და საჯდომი კუნთები დაძაბეთ, მერე მოდუნდით, მერე ისევ დაძაბეთ: ეს ყველაფერი 50-ჯერ გაიმეორეთ დღის განმავლობაში.
• ზურგზე დაწექით, მუხლები აწეულია, ტერფები მხრების სიგანეზე უნდა გქონდეთ, ხელები გაშლილია, ხელისგულებით ქვევით და დევს იატაკზე სხეულის გვერდით.. საჯდომი კუნთები მაქსიმალურად დაძაბეთ და თეძოები წამოსწიეთ, მერე დაუშვით, მერე ისევ წამოსწიეთ და ასე 10-ჯერ.
ცნობილია, რომ დღეში 115 გრ. ცხიმს ვიღებთ, და ეს მაშინლ როცა ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ 12 გრ-ს ითხოვს.
ძირითადად, ჩვენი თვალი ცხიმს ვერ ხედავს - ის მზაპროდუქტში იმალება: კექსებში, ძეხვეულში და როცა პირს ნამცხვრებით ვიტკბარუნებთ, გვავიწყდება, რომ ამით ახალ-ახალი ულუფებით ცხიმის არსენალს ვამარაგებთ.

 

ამ დიეტით თქვენ ქონის მარაგის დაცლას საკმაოდ ნოყიერი საკვებით ახერხებთო, ირწმუნება შემქმნელი დიეტოლოგი და ზოგად წესებსაც გვთავაზობს:

• დღეში 8 ჭიქა წყალზე ნაკლები არ დალიოთ და უპირატესობა უგაზო მინერალურ წყალს მიანიჭეთ. შეეცადეთ, მირთმეული ყავისა და ჩაის ჭიქების რაოდენობა შეამციროთ.
• ძალიან მაგარ ჩაის ნუ დააყენებთ, ნურც შაქარს ჩაყრით, იგივე ყავასაც ეხება.
• მამაკაცებმა, ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში, ყოველდღიურ რაციონს 2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური და რამდენიმე ცალი მოხარშული კარტოფილი (400 კკალ)

 


მენიუ ნიმუში 4 დღისთვის
პირველი დღე
საუზმე:

1 ჭიქა მაწონი, 1 ვაშლი, 1 ხრაშუნა “ხლებცი” მრგვალად დაჭრილი პომიდვრით.
სადილი:
200 გრ. ქათმის ფეხი (კანგაცლილი), შერეული სალათის დიდი ულუფა, ლიმონის წვენით გაჯერებული, 1 პატარა ფუნთუშა მსხვილად დაფქვილი ფქვილის ცომისგან.
სამხარი:
1 ნაჭერი გახუხული პური 2 ს.კ. მოხარშული ლობიო და ბოსტნეულის სალათი.
ვახშამი:
1 პატარა ჭიქა მშრალი ხერესი (ერთგვარი ღვინო), მოშუშული ფერადი კომბოსტოს დიდი ულუფა, შეგიზლიათ მოაყაროთ დახეხილი 25 გრ. ყველი, ჰაერღუმელში “გამომცხვარი” პომიდორი, ლობიო, ასევე ჰაერღუმელში მოთუშული ვაშლი შიგთავსით: 2 ჩ. კოვზი მოცხარი და თაფლი).
მეორე დღე
საუზმე:


1 დაბალკალორიული სოსისი, შამფურზე შემწვარი, 25 გრ. მოხარშული სოკო, 1 ნაჭერი გახუხული პური, 1 ჩ.კ. ხილფაფა.
სადილი:
სენდვიჩი 2 ნატეხი ქატოიანი პურითა და 50 გრ. ყველი, სალათი, რამდენიმე მტევანი ყურძენი.
სამხარი:
ერთი თეფში სამარხვო სუფი, 1 მსხვილად დაფქვილი ფქვილის ცომისგან გამომცხვარი ფუნთუშა, 1 ვაშლი.
ვახშამი:
1 პატარა ჭიქა აპერიტივი, 150 გრ. ნებისმიერი თეთრი თევზი ხახვით (ვწვავთ ფოლგაში გახვეულს - ჰაერღუმელში), მწვანე და წითელი პილპილით და ლიმონის წვენსაც მოასხამთ. 200 გრ. მოხარშული კარტოფილი (ვხარშავთ კანიანად და მერე ვფრცქვნით), მწვანე ლობიო, კომბოსტო.
მესამე დღე
საუზმე:
1 ც. თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 2 ხრაშუნა ე.წ. “ხლებცი”.
სადილი:


1 ნაჭერი ნესვი, 2 სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო, ნებისმიერი შემადგენლობის შერეული სალათის დიდი ულუფა, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი.
სამხარი:
1 ც. დიდი ბანანი, ჭიქა დიეტური იოგურტი
ვახშამი:
ნებისმიერი დაბალკალორიული მზა კერძი, მოშუშული ფერადი კომბოსტო, ჰაერღუმელში დათუთქული პომიდორი, მწვანე ლობიო, ცოტა მშრალი ღვინო.
მეოთხე დღე
საუზმე:
1 ნაჭერი გახუხული პური, 2 ს. სავსე კოვზი გახეხილი ყველი, 1 პომიდორი.
სადილი:
1 ხრაშუნა ფუნთუშა, სალათი, 50 გრ. შეუმწვარი ვიჩინა, 1 ვაშლი.
სამხარი:
90 გრ. თინუსი (თევზის ჯიშია) თავისსავე წვენში, სალათის დიდი ულუფა, 2 ნაჭერი ე.წ. “ხლებცი”.
ვახშამი:
ნებისმიერი დაბალკალორიული მზა კერძი და 1 პატარა ჭიქით - მშრალი ღვინო



დაიკელით 7 დღეში 7 კილო.

1 დღე:6 ც. მოხარშული კარტოფილი 500 გრ. მაწონი.
2 დღე:500 გრ. სოსისი. 500 გრ. მაწონი.
3 დღე:500 გრ. არაჟანი; 500 გრ. მაწონი.
4 დღე:500 გრ. ხაჭო; 500 გრ. მაწონი.
5 დღე:1 კგ. ვაშლი; 500 გრ. მაწონი.
6 დღე:500 გრ. მაწონი.
7 დღე:2 ლიტრი მინერალური წყალი (სასურველია გაზგასული).

დაიკელით 3 დღეში 4 დან 5 კლ-მდე დღეში:

დილით ერთი კვერცხი
3 სთის შემდეგ 200გრ. ხაჭო
3 სთის შემდეგ 200 გრ. არაჟანი
დღის განმავლობაში 1 ჭიქა უშაქრო ჩაი.


ეს დიეტა გავიმეოროთ 3 დღის განმავლობაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2014 Face.ge - all rights reserved.