Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
axvleda blog

გველი


დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში – შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში.

ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები.
გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წანოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები – 1,6 მეტრს აღწევენ.
გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა. გველები ნადავლს დაუღეჭავად ყლაპავენ. შხამი მსხვერპლს ადამბლავებს – მოძრაობის უნარს ართმევს – და გველს მის გადაყლაპვას უადვილებს. გველის შხამი რთული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების: ფერმე-ნტების (უმთავრესად – ჰიდროლაზის), ტოქსიკური პოლიპეპტიდების, ნეიროტოქსინების, სპეცი-ფიკური ცილებისა და არაორგანული კომპონენტების კომპლექსს წარმოადგენს. ზოგიერთი გველის (მაგა-ლითად, ასპიტებისა და ზღვის გველების) შხამი ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას იწვევს, ზოგი-ერთისა (გველგესლასებრთა, ჩხრიალა გველებისა) – ჰემორაგიულ შეშუპებას, სისხლის შედედებას, ჰემო-ლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლას), წნევის დაცემას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. გი-ურზას შხამი სწორედ ძლიერი ჰემოლიზური უნარით გამოირჩევა. გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ.
თუ სადმე გველს გადაეყარეთ:
• ნუ მიეცემით პანიკას – თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
• ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
• არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?
შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.
ზოგადი სიმპტომები ასეთია:
• ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
• შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
• მხედველობისა და გონების დაბინდვა;
• სისხლჩაქცევები;
• ძილად მივარდნა ან აგზნება;
• კრუნჩხვა, ასფიქსია;
• ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.
როგორ დავიცვათ თავი
გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.
• იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
• ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.
• ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
• ებრძოლეთ მღრღნელებს.
• მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
• ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.
• თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
• სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.
როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა
• ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
• ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
• ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.
• მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.
• სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ – გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.
არამც და არამც არ შეიძლება:
• ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
• ნაკბენი არის გაკვეთა;
• მოწვა;
• დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
• ლახტის დადება.

წესები, რომლითაც გველისგან დაგესვლის შემთხვევაში უნდა მოიქცეთ

საქართველოს მთავარი ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე მოსახლეობას გველისგან დაგესვლის შემთხვევაში სპეციალურ წესების გაცნობას სთავაზობს. როგორც ქვეყნის მთავარმა ტოქსიკოლოგმა განაცხადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად შხამიანი გველების ნაკბენით საშუალოდ 500 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება. მათ შორის, ყოველ წელს 50 000 ადამიანი იღუპება. დსთ-ს ტერიტორიაზე შხამიანი გველების 58 სახეობაა. ამათგან 10 სახეობა ადამიანისათვის საშიშია.
საქართველოში გავრცელებულია 4 ოჯახის 10 გვარის 20 სახეობის გველი-ველის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით, საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება. გველის დაკბენა ყველაზე ხშირია 20-59 წლის ასაკში (57%) და ბავშვებში (30%). თემურ კობიძის თქმით, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან – ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით.

დაგესვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა: ადამიანმა ჩაიცვას მაღალი ჩექმა ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და დამცავი შარვალი. თან იქონიოს გრძელი ჯოხი. ადამიანმა თავი უნდა მოარიდოს თივის ზვინებთან, მინდორში, ტყეში და ქვიან ადგილებში ყოფნას. თემურ კობიძის თქმით, კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინრებიდან ან კბილების არხებიდან. კბილები 1-1.5 სანტიმეტრის სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან.

სიმპტომები კბენის ადგილას: მომენტალური ძლიერი ტკივილი. კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც რამდენიმე წუთში მთელ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხი ფერის ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი (რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება). თუ კბენით დაზიანდა ვენის ან ვარიკოზული გაგანიერების ადგილი (შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში) ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანი ადგილობრივი მოვლენების განვითარებამდე კვდება.

გველით დაკბენის სიმპტომებია: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები.: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების “ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა მძიმე შემთხვევებში-სიკვდილი.

გართულების შემთხვევაში ადამიანს უვიტარდება სეფსისი, რბილი ქსოვილების ნეკროზი ან კიდურის განგრენა. გველისგან დაკბენის შერმთხვევაში ადამიანმა არ უნდა გაკეთოს: კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები, ჯვარედინი განაკვეთი, ცირკულარული განაკვეთი, არ ამოწოვოს შხამი ჭრილობიდან პირით, არ დაიდოს ლახტი, არ დალიოს ალკოჰოლიანი სასმელები, კბენის ადგილი არ ამოიშანთოს. არ შეიყვანოს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი.

თემურ კობიძის თქმით, დაგესვლის შემტხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს ჰორიზონტალურად.
”ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით “გამოწველეთ” კანი. ჭრილობა “პირს დააღებს” და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა დაამუშავეთ კბენის ადგილი სპირტით ან იოდით. დაიწყეთ კიდურის იმობილიზაცია: დააფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ხის ტოტი, ღობის ფიცარი და სხვ) ორი სახსარის დონეზე. ავადმყოფი სასწრაფოდ მიიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში”, – აღნიშნა თემურ კობიძემ.

მისივე თქმით, დაკბენილმა ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, გაუკეთდეს შრატის ინექცია.
შრატი კეთდება მხოლოდ შხამის სისტემური მოქმედების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
წყაროები :
www.molhs.gov.ge/
ka.wikipedia.org/wiki/გიურზა

>რეკომენდირებული გვერდი :

დამატებითი ინფორმაცია ბეარ გრილსის გადაცემებიდან :
როგორ ვიცნოთ გველი თვალებზე,შხამიანია თუ არა ?
შხამიან გველს თვალები ოვალური ფორმის აქვს.იხ.მაგალითი:

ვისაც შხამი არა აქვს,შედარებით ადამიანური მრგვალი თვალები აქვს :

ნამეტანი,რომ არ დაიზაფროთ,იხილეთ ფოტო განწყობისათვის :)


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline axvleda (18)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Entries archive
2012
September (1)

2011
August (7)

© 2014 Face.ge - all rights reserved.