Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე შენი კანის სუნს ვიტოვებ ხვალამდე...

ვწევარ
და ვხედავ,
ჩრდილებს შორის მოქცეული
როგორ იცვამ გამჭირვალე კაბას,
შიშველ მკერდზე ჩაყოლებით
და ისწორებ თეძოებთან,..
(სულ მგონია რომ ცეკვავ ამ დროს),
მერე კი კისერში ხელის შეცურებით
იჩეჩავ თმას და მაცდურ ღიმლს
ვითომ მორცხვ თამაშად გაფანტულს
კრებ დახრილი მზერის გასწვრივ და
თეთრი ტერფების ნელი მოძრაობით
საწოლის კიდესთან მოსული
ეშვები ჩემს ტუჩებზე...
მეც თვალებში ისევ ვნებაამღვრეული
გისრუტავ თითებით
და ხელახლა ახმაურებული პულსის
მუსიკის ქვეშ, როგორც ადრე ახლაც ვაგნებ
კაბის სიგრძეს (ერთი გაბრძოლებით
ვამოკლებ ქვემოდან ზემოთ)
და გიხორცებ ტანზე...
შენ ჩამოშლილი თმების რიკულებში
აქცევ ჩემს სახეს
და გამორთულ ტელევიზორივით
მიტოვებ მთელ სამყაროს ტვინს გარეთ
და ცეცხლის ალებივით არეულები
ვაგრძელებთ დიფუზიურ არარეალობას...

მე შენი კანის სუნს ვიტოვებ ხვალამდე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.