Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ყურადღებას თუ მომაქცევ...

აგერ უკვე რა ხანია წერა მინდა,მეწერება...

დრო კი მიცდის არსად გარბის

თითქოს თავზე მეწელება

რაღა ვწერო, ვის ვუწერო

როცა დავრჩი მარტოდ მარტო

იქნებ აპრილს შევეკითხო

ან შენ მითხრა იქნებ მარტო,

მაისი ხომ შენი თვეა,

არ ღირს იქნებ ვკითხო რჩევა,

მიჭირს ამდენ ლამაზ თვეში

მხოლოდ ერთის გამორჩევა ,

არ ღირს იქნებ ამდენ ფიქრად

რაც დაიწყო იქვე მორჩა,

კარგია რომ შენს მაგივრად

მოგონება მაინც მომრჩა ...

მე გელოდე მე გიცადე

მე დღეები დროში ვკარგე

კარგია რომ დარდის ნაცვლად

კუპლეტები მაინც ვქარგე

ამდენ ხანს რომ არ მოხვედი

იქნებ ეგეც კარგი ქენი

მეც ლოდინში ოცნებები

ლამაზ ლექსად გადავრქმენი,

ახლაც მინდა დაგიწერო წერა

მინდა ძალიან და მაგრამ

რომ არ გელოდები ფიქრი

გამიძალიანდა, იქნებ ცადო

ერთხელ მაინც, არ ინანებ წუთით, წამით

ხომ არაფერს დააშავებ,,, ხომ არაფერს კარგავ ამით

მე დაგიფშვნი თითო მწვერვალს,

შავ ზღვას მუჭით გადავაქცევ... კავკასიონს მუჭად ვაქცევ,ყურადღებას თუ მომაქცევ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.