Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

უკანასკნელი რაც გამაჩნდა, "იმედი" კვდება...

როცა მივხვდები რომ სევდისგან მძიმდება სული,
მე გავალ გარეთ და მოვუსმენ როგორ ძგერს გული,
მერე შევხედავ ცას ნაცრისფერს სულ ერთი წამით,
შევევედრები მე თვალებით, "მიშველე რამით"...

თითქოს ბუნება მიმიხვდება მე რასაც ველი,
დაიკლაკნება ცაზე ელვა ცეცხლივით მწველი,
მოულოდნელად საიდანღაც დაბერავს ქარი
და წამოსკდება ცას ნაღვლიანს ცრემლის ლაშქარი...

სწორედ იმ წუთას რომ შევკრთები ქუხილის ხმაზე,
ათიათასი წვიმის წვეთი მეცემა თავზე
და ჩემს ცივ სახეს რომ დანამავს წვეთების ცვარი,
მე თვალებიდან წამომივა ცრემლების ღვარი...

ვიტირებ ისე რომ დამეწვას გულის ფიცარი,
ისე რომ ცრემლი ქვაში გავა როგორც ისარი,
ისე ვიტირებ რკინა დადნეს ჩემი ცრემლებით,
დღეს ხომ ბუნება მეფერება წვიმის ხელებით...

მე ყველამ ზურგი შემაქცია მარტო დამტოვა,
მხოლოდ ბუნებამ მითანაგრძნო არ მიმატოვა,
მე მხოლოდ ქარი ჩამეხუტა მწუხარს მიცქირა,
და მხოლოდ წვიმამ ჩემთან ერთად ცხარედ იტირა..

მე არ მრცხვენია ამ ცრემლების დღეს გული ჩაქრა,
დღეს სიამაყე აღარა მაქვს ის სადღაც გაქრა,
დღეს ხომ მას ვკარგავ რაც რომ წესით ბოლომდე რჩება,
უკანასკნელი რაც გამაჩნდა, "იმედი" კვდება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.