Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რადგან მე შენთვის ვცოცხლობ და ვკვდები...

შენ უნდა იწვე უდაბურ ველზე
და ხარბად ხვრეპდე მზის ულევ ხავერდს,
გველივით გრძნობდე ჩემს თითებს წელზე
და გულების ცემა აკრთობდეს მთვარეს,
ჩემი ძარღვებით გიქსოვდე პერანგს,
ჩემივე ტყავით გმოსავდე შიშველს,
მწყურვალს გასმევდე სისხლს მძაფრს და ვერაგს ,
ვგავდეთ ველურებს და არა მშიშრებს,
ვიგლეჯდეთ ტანზე ხერხემალს,ნეკნებს
და სამკაულებს გიძღვნიდე ძვლების
ეტრფოდე ჩემებრ თვეებში ენკენს
და არ გრთგუნავდეს სიმრავლე წლების
ჩემი სურნელით გიქარგავ დღეებს,
ჩვენ ერთად ყოფნას გვიქადით ბედი,
შენ უნდა გრძნობდე გამოწვდილ ხელებს,
რადგან მე შენთვის ვცოცხლობ და ვკვდები...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.