Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!
ავად – უშენობით…
ათასფერ ყვავილებს გესვრის
კარს მომდგარი მარტი.
შენით უძილობას ვნატრობ,
შენ – ძილს უჩემობით…
რითმებს ვამარტივებ,ვატყობ,
გადაღლილი დარდით.

ისე მიძნელდება წერა,
როგორც არასოდეს.
ჩემი მინავლული კერაც
მიცივდება სოფლად.
გულზე ლაქასავით, ჭრელი -
უნდა ამოგშორდე,
იქნებ გავამართლო ჩვენი
ვარსკვლავებთან ყოფნა.

ვითომ დაუჯერებს თვალებს
დაბნეული ჭინკა,
როცა გავაჯავრებ მთვარეს
მოქცეული ღრანჭით?!
გული, გაბზარული როგორც
შარშანდელი ჭიქა -
დამაქვს – წყაროს პირთან…ოღონდ
ნუღარ მკითხავ, რა მჭირს -
ყველა შეუნდობი ცოდვა
დამაბრალე როცა!
ტვინში არეული ბოდვა
წალამივით იწვის…
ყველა გადაშლილი ფრესკის
ვერნათქვამი ლოცვა
ღმერთმა მოგივლინოს! ეს კი
რამდენია, იცი?!

მე კი გავუყვები ქარებს
მუჭისტოლა ღრუბლით,
ჩვენ რომ ვარსკვლავები ვთვალეთ -
იმ ბავშვობის ციდან -
უნდა ავარჩიო ერთი
და მიწისკენ შუბლით
(აღარ გამახსენო ღმერთი!)
გადმოფრენა მინდა!

მე ახლა ავად ვარ, გესმის?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.