Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

თეთრი ვარდები

ვიჩქარე მოსვლა, როგორ ვიჩქარე...
შენ კი წასულხარ დათქმულზე ადრე .
მიჩქმალე... ხო, მიდი და მიჩქმალე,
რომ გზად ღრუბლებად შენ გამეავდრე.
თუმცა უტეხი შენ გაქვს ალიბი,
სიტურფე მოწმობს უზადო დარს და
დაგრჩი საფლავზე მჭკნარი ყალიბი
- ვარდი რომელიც ხელიდან დაგცდა.
ახლაც ისე წვიმს როგორც იმ დილით,
განმეორებით კვლავ ვიბადები .
გრძნობა არ ჭკნება თურმე სიკვდილით
და შენთან მომაქვს თეთრი ვარდები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.