Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

gamyides... gamcvales... magram ver damcales...

გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს,
ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს,
წამართვეს, გამწირეს, ეს მე არ მამცირებს
შემარქვეს, მომიგონეს, მაინც ვერ დამიმონეს,
დაჭრილი დამტოვეს ვეჩვევი სიმარტოვეს.
გადამაგდეს, მომპარეს, გმადლობთ მტერს და მოყვარეს.
მომატყუეს, დამათვრეს და ზეიმი გამართეს,
ლამის მომკლან, ჩამქოლონ, ზედ წიხლი დამაყოლონ,
ცრემლისთვის დამცინეს, მცხელა თან მაციებს,
ლექსებს მიწუნებენ, ვალს არ მიბრუნებენ,
ყველგან ცუდს ხედავენ, რას არ მიბედავენ,
ღმერთო რას არ ამბობენ, რა სიტყვით არ მამკობენ.
ფრთები მაინც მეზრდება, წერა არ მომბეზრდება,
მიყვარს და მეყვარება ეჭვიც არ მეპარება,
სანამ არ დამმარხავენ, მშვიდს მე ვერსად მნახავენ,
ლექსს ვკიოდი თან წვიმდა, და მიბღვერდა მთაწმინდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.