Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
katusha79 blog

...............

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ყვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მა...რადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი განცდის, გრძნობის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით,–
- მიყვარხარ!

მაგრამ ამ სიტყვას ახლა,
იაფი სცენის სურნელი ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ალბათ ამიტომ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა...
შენ კი გახსოვდეს,
შენ კი გჯეროდეს, რომ არასოდეს
დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს...
და გზა, რომელიც გაიყო ორად,
და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად,
დღეგრძელი იყოს, რომ შენი წილი,
თავისი მტვერით, ღორღით და ქვიშით,
ტანჯვის გზად იქცეს, რომ უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის; ქალის და კაცის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი
და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და... დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად,
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით,
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი,
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
ან თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით,
იქცეს კოშმარად ან მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს,
და ამ ღიმილის უხეში ქიმი,
გაგვივლის გულში...

შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარი და ეშაფოტიც,
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი,
იმ კოცონისთვის გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ...
მაგრამ მანამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით,
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline katusha79 (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.