Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ორ-გული პაიკი

ბევრი ატარებს სიქველის მანტიას,
სახეში უყურებ და ხედავ პროფილს...
თითქოს ბანქოში ორ-გული კარტია,
მაჯაში რომ მალავს ავ სახეს - ორპირს…

გიცინის, გართობს გელაქუცება,
ჩუმჩუმად ზვერავს შენს სუსტ წერტილებს.
მეფე შამათსაც ვერ აუცდება,
ისე აზავებს შავთეთრ წყვეტილებს.

განა არ იცის, განა ვერ ხვდება:
-ცხოვრებააო ასეთი, რა ვქნა?...
აბა ღალატში ვინ შეედრება?...
სიქველე მასში ენთო და ჩაქრა...

სათნოს წამში სცნობს (ხანგრძლივ პრაქტიკით),
იცის თუ ვისგან მიიღოს სარფი.
ყალბი გოდების მჭრელი ტაქტიკით
იწყებს შეტევას დემონი - ხარბი.

კვლავ თამაშდება მკვლელი პარტია...
ყველა პიესის მთავარ როლს ირგებს.
ის ხომ ბანქოში ორ-გული კარტია,
ის ხომ შენს ციხეს პაიკით იღებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

rruru (54)
ის ხომ ბანქოში ორ-გული კარტია,
ის ხომ შენს ციხეს პაიკით იღებს.
#1, 17.09.2011 - 16:41
გმადლობთ :)
17.09.2011 - 16:45
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.