Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatoxatuna blog

გაქრა?!

წვიმს... წკაპ-წკუპ... წკაპ-წკუპ...

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... პასუხობს ათასობით საათი... თითქოს ყველა ერთმანეთს აცდის, ერთ დროს უჩვენებენ, მაგრამ სხვადასხვა ხმით... ტიკ-იტყვის ერთი, ტაკ-დააბოლოვებს მეორე... წკაპ-გამოეხმაურება წვიმა... გოგონას კი სძინავს... მას არ ესმის მათი ჭიდილი... სძინავს ღრმა ძილით, უღრუბლო ცის ქვეშ. მართალია არ აწვიმს, არ სცივა, მაგრამ ცა უღრუბლოა და მაშ წვიმა საიდან? ეს ალბათ მთვარე ტირის, ალბათ ის ასველებს დედამიწას... ეძახის გოგონას... წკაპ-GA წკუპ-I წკაპ-GVI წკუპ-DZE... მაგრამ გოგონას ღრმა ძილით სძინავს... მთვარე კი იწვის, მთვარე კი დნება, მას სტკივა, ის ტირის, აბა მეტი რა ქნას?! მზემ მიატოვა და ტირის... არადა, რა კარგად იყვნენ ერთად, ახლა კი, ემალება, სულ ღრუბლებშია, აღარ ენახვება და მთვარე ტირის... აბა რა შეუძლია?! მეტი რაღა ქნას?! მან ხომ ყველა ღრუბელი წაშალა ციდან... ახლა სადღა დაემალება მზე?? იქნებ... არა, არა, არა !.. და უმატებს ტირილს და იმატებს წვიმა, მხოლოდ გოგონას და მზეს ღრმა ძილით სძინავთ... გაქრნენ ღრუბლები, არა, ჯერ გათეთრდნენ და მერე წავიდნენ...

ტიკ-იძახის ერთი, ტაკ-დააბოლოვებს მეორე, წკაპ-გამოეხმაურება წვიმა... და მათ ისევ სძინავთ... ის ისევ ტირის, მას ხომ ჯერ კიდევ სცივა... მერე კი უცებ ცრემლები შეწყდა... შეწყდა... გათავდა... დაშრა?!

ტიკ-იძახის ერთი, ტაკ-დააბოლოვებს მეორე... და წკაპ?? სად არის წვიმა?? ჭიკ... ისმის ახალი ხმა... ცა ფერს იცვლის, მთვარე აღარ ჩანს, მაგრამ სად არის მზე??
გაქრა?!


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline xatoxatuna
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.