Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ერთი მონეტა

ჩიტი გიგალობს სარკმლის წინ ტოტზე
და გეღვიძება ასე ყოველდღე.
მე მხოლოდ ვნატრობ ცისფერ წალკოტზე,
ზედ მოფარფატეს თვალს გაყოლებდე.

სარეცელს სიზმარს კვლავ უნაწილებ;
მარჯვნივ შენ წევხარ, ოცნება მარცხნივ...
დილით კი უკან, სახლში აცილებ
და უდარდელად თმებს დაივარცხნი...

კარგია სიზმრად რომ მაინც გხედავ,
სიკვდილზე ფიქრიც ისე არ მთრგუნავს.
შენ ყოველ დილით მაცილებ შენგან
და დედამიწაც თითქოს არ ბრუნავს.

უშენოდ დღეც ჰგავს ქორონიკონებს,
გაწელილია წამიც სარკის წინ.
ღამით კი თითქოს დროსაც ვიმონებ,
დილით დავარცხნილ თმებს რომ დაგიწნი.

რომ შემხვდე ცხადში, თუ მიცნობ ნეტავ,
ჩემი შეხება თუ ახსოვთ შენს თმებს?...
ჩვენ - დღე და ღამის ერთი მონეტა,
ერთურთის ნახვას ნუთუ ვერ შევძლებთ?...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.