Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
wolf1 blog

ყველა ქართველმა უნდა იცოდეს… 2

ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

აკაკი წერეთელმა ლექსი “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო” დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა.

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე “სიტყვის კონა” 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ერეკლე მეორე თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა.

ერეკლე მეორემ ლაშქრობაში მონაწილეობა პირველად 12 წლის ასაკში მიიღო.

დავით აღმაშენებელი წიგნის კითხვის დასრულებისას ბოლოში ნიშანს სვამდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წიგნი ერთ წელიწადში ოცდაოთხჯერ ჰქონდა წაკითხული.

დავით აღმაშენებელი ერთხელ ლაშქრობის დროს წიგნის კითხვით ისე გაერთო, რომ ჯარს ბრძოლის დაწყების ნიშანი ვეღარ მისცა.

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და 65 წელი იმეფა.

გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცოცხლა.

გიორგი პირველი 12 წლის ასაკში მართავდა საქართველოს.

ვახტანგ გორგასალი ცხენს მხრებზე გადაიდებდა და ისე ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე.

გალაკტიონი ნიკო სამადაშვილს საქართველოს დიდ პოეტს უწოდებდა.

იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა მკურნალმა თურმანიძემ.

1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, დაჭრილი პოეტის, ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მკურნალი თურმანიძე მოიწვიეს.

ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ (1886, 21 აგვისტო) რუსეთის მთავრობამ ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი _ სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წარადგინა.

ცნობილი ქართველი დრამატურგი და თეატრის მოღვაწე გიორგი ერისთავი პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ “ცისკრის” დამაარსებელი და რედაქტორია (1852-53). გიორგი ერისთავმა ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1850-54 წლებში.

ქართველი მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ დრამატურგიაში. ამასთან, მას თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი.

ქართველმა ფიზიოლოგმა ივანე თარხნიშვილმა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალები აღმოაჩინა. კანში აღმოცენებულ ამ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში “თარხანოვის ფენომენად”იხსენიებენ.

ცნობილი ქართველი მწერალი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე _ რეზო თაბუკაშვილინაყოფიერი დრამატურგიული შემოქმედების გარდა მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა: მან თარგმნა შექსპირის სონეტები, რომლებიც კრებულების სახით ორჯერ გამოიცა ჯერ 1968, ხოლო შემდგომ 1979 წლებში

მეცნიერმა სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში _ კირიაკ ზავრიევმასაფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას; მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები.

მეათე საუკუნის სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის _ თორნიკე ერისთავის შეკვეთითაა გადაწერილი ოშკის ბიბლია.

ქართველი თერაპევტი სპირიდონ ვირსალაძე ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში. მისი თაოსნობით 1916-17 წლებში თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. ვირსალაძე იყო პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ “ექიმის” რედაქტორი (შ. მიქელაძესთან ერთად).

რაფიელ ერისთავს მიიჩნევენ ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ქართულ დრამატურგიაში.

ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი 1889-96წწ. კავკასიის საცენზურო კომიტეტში ცენზორად მუშაობდა. მისმა ლექსმა “სამშობლო ხევსურისა”, რომელიც პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშია, იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალე სიმღერადაც იქცა.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია, რომელიც თითქმის 30 000 ნეგატივისაგან შედგება, თბილისის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს იძლევა.

მეცხრამეტე საუკუნის მოაზროვნის, ფილოსოფოსისა და ჟურნალისტის სოლომონ დოდაშვილისგანმანათლებლური იდეები დაედო საფუძვლად თერგდალეულთა მოღვაწეობას.

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა მიხეილ თარხნიშვილმა გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები.

ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ფრანგულენოვან წიგნს “საქართველოს ეკლესიის ისტორია” (რომი, 1910) ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. მანვე აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი სიცილიაში.

სერაფიმო-ზნამენსკოეს დედათა მონასტრის დამაარსებელი სქემიღუმენია ფამარი (ერისქალობაში თამარ მარჯანიშვილი) დიდი ქართველი რეჟისორის _ კოტე მარჯანიშვილის უფროსი და იყო. ბოლშევიკურმა მთავრობამ იგი დააპატიმრა და ირკუტსკის ოლქში ხუთი წლით გადაასახლა.

1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე, მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, ვიტალი დარასელიას გოლის წყალობით თბილისის “დინამომ” დაამარცხა იენას (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) “კარლ ცაისი” და გახდა უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი.

მეთერთმეტე საუკუნის ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა ეფრემ მცირემ შექმნა ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგია _ მის მიერ შემოღებული ბევრი ფილოსოფიური ტერმინი დღესაც გამოიყენება.

თქმულების თანახმად, გელათის მშენებარე ტაძრიდან გადმოვარდნილ, მძიმედ დაშავებულ დავით აღმაშენებელს სამასხუთმა აქიმმა ვერაფერი უშველა, მხოლოდ სამასმეექვსე მკურნალმა, გვარადავშანდაძემ შეძლო მეფის გადარჩენა –მან თორმეტი ფურ-ირმის ნაწველ რძეში ჩააწვინა სიკვდილის პირას მყოფი მეფე.

დავით აღმაშენებლის დროს ქართული ენა მთელ კავკასიაში დომინანტური იყო. სახელმწიფო ენა _ ქართული უნდა სცოდნოდა ყველას _ ქართველსაც და არაქართველსაც.

დავით აღმაშენებელი თავისი დროის დიდი მწიგნობარი იყო _ იცოდა იმდროინდელი მსოფლიო ლიტერატურა: საეროც და სასულიეროც. როგორც ისლამის დიდებული მცოდნე, განძაში ერთ სწავლულ ყადს ყურანის წარმომავლობაზე ეკამათებოდა.

დავით აღმაშენებელმა გელათის ტაძრის ანსამბლში ააგო ქსენონი _ სამკურნალო-საავადმყოფო, სადაც თვითონ მიდიოდა ავადმყოფთა მოსანახულებლად.

მეფე მირიანი, მეთერთმეტე საუკუნის ისტორიკოსის _ ლეონტი მროველის მიხედვით, სპარსეთის მეფე ხოსრო სასანიდის ვაჟი იყო. იგი ქართველმა დიდებულებმა მოიწვიეს ქართლის სამეფო ტახტზე და ცოლად შერთეს უძეოდ გადაგებული ქართლის მეფე ასფაგურის ერთადერთი ასული _ ფარნავაზიანთა უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც მალე გარდაიცვალა. მირიანის მეორე ცოლი _დედოფალი ნანა კი პონტოელი ბერძენი იყო.

ბასიანის ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი ერზინკის ამირა თამარ მეფემ ცხენის ნალში გაცვალა.

1195 წელს შამქორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე გამარჯვებულმა ქართველებმა გამოატარეს 12 000 ტყვე-მუსლიმი, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი, ურიცხვი ლარი, ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და მუსლიმთა საომარი დროშები. ხალიფას დროშა ძვირფასეულობასთან ერთად თამარ მეფემ ხახულის ტაძარს შესწირა.

დავით სოსლანსა და ლაშა-გიორგის თამარის ხელით მოქარგული სამოსი ეცვათ.

თამარ მეფის დროს არც სიკვდილით, არც სხეულის დასახიჩრებით არავინ დასჯილა.

თამარ მეფის დროს ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლა.

დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფემ 12 წლის უფლისწული _ ლაშა-გიორგითანამოსაყდრედ დაისვა. ლაშას სარდლობით ქართველებმა დალაშქრეს ირანი, ავღანეთი და მიაღწიეს ინდოეთამდე, მაგრამ იმდენი ნადავლი დაუგროვდათ, უკან გამობრუნდნენ.

მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა ვახტანგ გორგასალს ქრისტიანობის ღალატი დასწამა, დაწყევლა და განრისხებულმა ხის ქოშით კბილი ჩაუმტვრია, როცა მეფე მის ფეხს უნდა მთხვეოდა.

ვახტანგ გორგასალს სპარსელმა დედამ სპარსული სახელი _ ვარანხვასრო-თანგ (ქართულად ვახტანგი) დაარქვა.

ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალი სიმაღლით 2.40 სმ. იყო.

ოთარ თაქთაქიშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნის ავტორია (1945).

მეცნიერული მეანობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა საქართველოში ივანე თიკანაძემ ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია. მის მიერ შემუშავებულ მეთოდს, საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ, დღესაც ფართოდ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. გ. ღამბარაშვილთან ერთად მან ასევე პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში.

ილია ზაქაიძის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა “ჩაკრულო” 1977 წელს “ნასამ” კოსმოსში გაგზავნა.

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დაპატიმრებულმა ღირსმა ეფთვიმე გაენათელმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთან შეხვედრისას იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა იგი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში.

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს მიტროპილიტ დოსითეოს ქუთათელს, როგორც აჯანყების ერთ-ერთ მოთავეს, რუსეთის ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა _ მას და ეფთვიმე გაენათელს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს.

ერეკლე მეორეს ცხედარს 20 ათასი ქართველი მიაცილებდა თელავიდან მცხეთამდე, მათ შორის ათი ათასი ცხენოსანი თავად-აზნაური, მაშინ, როცა მეფემ ხუთი ათასი კაციც კი ვერ შეკრიბა კრწანისის ომში!

1766 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოქვეყნდა ორი ბროშურა ერეკლე მეორესცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ერეკლე მეორეს ქება-დიდება შეასხა გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ლესინგმა პიესაში “მინა ფონ ბარნჰელმი”, ანუ “ჯარისკაცის ბედნიერება.”

ერეკლე მეორემ სცადა სახელმწიფო მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: “საგარეო საქმეთა”, “სახელმწიფო შემოსავლისა” და ”სამხედრო საქმეთა” დარგებად.

კომუნისტური მთვრობის შიშით წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა (ესტატე კერესელიძე) ერთი ურემი ხელნაწერები, 5532 ძველი ქართული საგალობელი, ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა.

1918 წელს წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა (ესტატე კერესელიძე) პირველმა დასტამბა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

martlac sainteresoa
#1, 18.09.2011 - 01:55
18.09.2011 - 02:06
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.