Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

From Dusk Till Dawn (ჩემებური თარგმანი)

აისიდან დაისამდე


ვხედავ მას,
ღამეში რომ აფრქვევს
ქათქათა ფერებს,
ვფიქრობ; რატომ
ხდება ეს მხოლოდ სიბნელის მერე?...

მისი თვალები
შორ ცეცხლს რომ აკრთობს
კაშკაშა ალებით,
ვფიქრდები; რატომ
ხდება ეს მხოლოდ დაღამებით?...

მის ოთახში ვპოულობ ჩემს თავს
და ვგრძნობ მხურვალე სასოწარკვეთას
- დაცემას, დაცემას...
თითქოს იატაკს ვხეთქავ
და კაკუნით ვიხმობ ეშმას კარებთან.

აისის სხივი მაღვიძებს დილით
მას კი სიზმარიც ვეღარ ეწევა...
ვხვდები, რომ დილა ვერ შეიფერე,
ვნახე ნაგლეჯზე რაც დაგეწერა:
-მხოლოდ ღამით და სიბნელის მერე...

მწველი, მხურვალე,
ცეცხლით ალდება...
მას სახელი აქვს
- იდუმალება...
და თუ დაუმხობ მიწაზე ტაძარს,
ის კვლავ აღსდგება,
ახლიდან გმართავს.

ჩემი გულის ღრმა ნაწილში
კვლავ ვგრძნობ უკუნ სიმარტოვეს.
გული კვლავ შენ გეხიდება,
რადგან სხვა გზა ვერა ვპოვე,
გელი კვლავ რომ შებინდდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.