Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ele-ne blog

როგორია ახალგაზრდების მეტყველება და რა ტენდენციებია ქართულ ლექსიკონში



თამარ მახარობლიძე:

ენაში ყველანაირ ტენდენციას გარემო ობიექტური პირობები იწვევს. მიმდინარე სიტუაცია, დრო, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისად ახალი ლექსიკა. ცხადია, ენა ყოველთვის არ არის მზად, რომ თავისი ერთეულები დაახვედროს უცხო სიტყვას, მაგრამ მაშინაც კი როცა ენას შეიძლება თავისი ერთეული ჰქონდეს, ხშირად არის შემთხვევა, რომ მაინც შემოდის და მკვიდრდება უცხო სიტყვა, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ კონტექსტში ის ახალი სიტყვა უფრო მისაღები ხდება მომხმარებლისთვის.


ეს ენის განვითარების უწყვეტი პროცესია და ეს პროცესი ყოველთვის იყო, არის და იქნება. საერთოდ, ენა ცოცხალი ორგანიზმია, მასში ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და ამას ვერანაირი დადგენილებები, სალიტერატურო ნორმებიც კი კონკრეტულად ვერაფერს უცვლის. ანუ ენას განვითარების თავისი ტენდენცია აქვს, რომელიც ობიექტური გარემოდან და ობიექტური რეალობიდან მომდინარეობს და ამის მიხედვით ენა იღებს, ავითარებს, აფართოვებს ან ავიწროებს კონკრეტული სიტყვების სემანტიკურ ველს და ა.შ.

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როგორ მკვიდრდებიან ენაში ნეოლოგიზმები, ჟარგონები, ბარბარიზმები?

ნეოლოგიზმი არის ახალი სიტყვა. ის შეიძლება იყოს ადგილობრივ ქართულ საფუძველზე ნაწარმოები ან ნასესხები. ნასესხებია ის სიტყვა, რომელიც უცხო ენიდან მოჰყვება ვთქვათ, ახალ ტექნოლოგიას, ან ახალი რეალობის გაჩენას. მაგალითად, კომპიუტერი უკვე ახალი არ არის. სიტყვები მაუსი, ან პროცესორი შედარებით ახალი ლექსიკური ფორმებია და ნეოლოგიზმებია. ეს სიტყვები მოიტანა კონკრეტულმა რეალობამ. გაჩნდა ახალი ნივთი, ენას კი არ ჰქონდა არანაირი ფორმატის შესაბამისი ლექსიკური ერთეული და ამიტომ ეს სიტყვები პირდაპირ შემოვიდა ქართულში. დღეს ძირითადად ინგლისური ენიდან ხდება ახალი ლექსიკური ერთეულების შემოტანა. ასევე თავის დროზე რუსულიდან შემოვიდა სიტყვები: ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი და ა.შ. რომელთაც შესაფერი ქართული შესატყვისები არ ჰქონდათ”.

ნეოლოგიზმის მაგალითებია: – ავტობანი, ბლოკბასტერი, ვინჩესტერი, ვიდეოპლეერი, დიჯეი, ინსტალაცია, ფასტფუდი, ჯაკუზი, პარკინგი, პრაიმტაიმი, ინოვაცია, რიელტორი, ტაბლოიდი, სლოგანი და ასე შემდეგ.

“ჟარგონი გულისხმობს კონკრეტული სოციალური ფენის მეტყველებას. ჟარგონი სხვადასხვა ფორმების არის, შეიძლება უცხო ენიდანაც იყოს შემოსული, ოღონდ სხვანაირად გადააზრებული. მაგალითად, სიტყვა “ჩალიჩი” მოდის თურქული სიტყვიდან “მუშაობა”, ეს გასული საუკუნის 80-წლების ფორმაა. თქვენი თაობის ჟარგონის მაგალითია “გაჯაზება”.

სხვაობა ნასესხებ ნეოლოგიზმსა და ჟარგონს შორის ის არის რომ ნეოლოგიზმი სალიტერატურო ფორმისთვის მისაღებია. შესაბამისი ტერმინისა და კონკრეტული ლექსიკური ერთეულის არქონის გამო, ის იმკვიდრებს თავის ადგილს. ჟარგონი კი არ არის სალიტერატურო ენის ნორმა. ის გახლავთ კონკრეტული სოციალური ფენისთვის დამახასიათებელი მეტყველების ფორმები. ჩვენში ძალიან ცნობილი იყო ქურდული, კრიმინალური ჟარგონები და ლექსიკოლოგია. საბედნიეროდ, დღეს ასე აღარ არის, ანუ ამ ლექსიკის არეალი ახლა საკმაოდ დავიწროვებულია” – აღნიშნა თამარ მახარობლიძემ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟარგონებიც უხვადაა ქართულ ენაში და მათი რიცხვიც რეკორდული სისწრაფით იზრდება. მაგალითები:

ავოიე – შეძახილი.
აზრზე მოსვლა – “აზრზე მოდი” მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.
აზრზე ყოფნა – “აზრობ?!”, “აზრზე ხარ?!” მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც “წარმოგიდგენია?!”.
ბაზარი – ლაპარაკი, მსჯელობა. “ბაზარი არაა” ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.
გაბაზრება – რაიმე ამბავის გავრცელება.
ბანძი – ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.
გაბანძება – სახელის შელახვა.
ბლატი – (რუს.) არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში.
გარასხოდება – ანგარიშის გასწორება.
გამაზვა – 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა.
გაჩითვა – რაიმის შოვნა.
გაჩითული – რაიმე სახის მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი.
დათრევა – რაიმის შოვნა.
დაწერება, შეწერება – წართმევა ძალადობით ან მოტყუებით.
ვსიო – (რუს.) მორჩა.
ზასავი – კოცნა.
ზმანი – ტანსაცმელი.
იასნი – (რუს.) ნათელი, გასაგები.
გაიასნება – გაგება, ახსნა.
იმენა – (რუს) ზუსტად, სახელდობრ.
კაროჩე – (რუს.) მოკლედ.
კლიენტი – პიროვნება.
მასტი – პიროვნება.
დამუღამება – ალღოს აღება.
პონტი – 1. მდგომარეობა, სიტუაცია 2. “რა პონტია?” იგივეა რაც რაშია საქმე? რა არის? 3. პონტი გამორიცხულია 4. ბეზპონტა, უპონტობა მოწყენილობა, მოსაბეზრებელი სიტუაცია.
რიჟა – 1.მწითური 2. სულელური ან არასწორი.
სიხა – მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება.
ტასაობა – სიარული.
ცვეტნოი – მართალი.
ძერსკი – მოდური.

ასევე გავრვცელებული ჟარგონებია: შარაფი – ქეიფი, ღრეობა; შეახვია – დააბასავით; შებმა – დაბმისა მსგავსია; შეტენვა – ძალად ცოლობა; შეწერვა – ახევის მსგავსი; ჩმორი – ვერ-მძლე; ცისფერი – მამრი მამრთან თანაყოფის მოსურნე; ხიპიში – შფოთი.

თამარ მახარობლიძის თქმითვე, “ბარბარიზმი უცხო ენიდან შემოსული ფორმაა, რომელსაც პირდაპირ ვიყენებთ და არ ვცდილობთ რომ ვთარგმნოთ. ქართული ენა აივსო ბარბარიზმებით. მის უამრავი მაგალითია: “სეილი”, “შოპინგი”, “დამესიჯება”, “დაკლიკება”, “დასეივება” და ა. შ.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით მედია ამკვიდრებს არასწორ ფორმებს ამ თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ფსევდო ინტელექტუალური ფორმების გამოყენება ხდება. განსაკუთრებით სინტაქსში. ჟურნალისტი გამოსვლისას, იმის ნაცვლად, რომ თქვას, “ვიღაცამ ვიღაცას ესროლა და მოკლა”, ამბობს: “მოახდინა გასროლა”. ფორმა “ესროლა” მას უბრალოდ და მარტივად ეჩვენება და თავისი დაბალი განათლების დასაფარად ქართული ენისთვის მიუღებელი ფორმებს მიმართავს. მასმედიას მასებზე ზეგავლენის ძალიან ფართო საშუალება აქვს. ამიტომ ჟურნალისტებს მართებთ დაფიქრება, რა ფორმებს გაავრცელებენ საზოგადოებაში. მათ ენის სიწმინდის მიმართ მეტი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. როდესაც ერთი ენის შეჭრა მეორე ენის სივრცეში მასობრივად ხდება და ამაზე არანაირი კონტროლი და მექანიზმი არ არსებობს და ამას მასმედიაც წახალისებს, რა თქმა უნდა, არასასურველია. მაგრამ ენა თვითონ მყარი ერთეულია და ისეთი თვითკმარი სისტემაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ შინაგან კანონებს ემორჩილება”.

ბარბარიზმის მაგალითებია: სტოლი, შკაფი, ოჩერედი, პოლი. საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა ბოლო წლების განმავლობაში, რასაც უფრო უცხოეთში ნაცხოვრები თუ ნასწავლი ქართველების გავლენით ხსნიან. ხშირად გაიგებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: “დამამისთქოლებინე”, “წავლეთსგოვდეთ”, “ავსთენდაფდეთ და ა.შ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

beqa80 (31)
SAXALISOA SATIRELI ROM AR IKOS.
#2, 11.08.2014 - 14:34
galaxyca (37)
მართალია , ვეთანხმები სრულიად...საინტერესოც არის!
#1, 21.09.2011 - 11:33
 

User
offline ele-ne (38)
საქართველო, აფხაზეთი, სოხუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.