Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lelalelakuza blog

..............................

შენ შვიდი
ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო
მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს
ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ
იმ ერთს უნდა უმადლო


ისეთ უძველეს ზღაპრიდან მეახლე,

რა რითმით გაგლექსო,რა ლექსით გაგრითმო,

სიყვარულს გაჩუქებ, სიცოცხლეს გაჩუქებ,

ამ გულსაც გაჩუქებ და სულსაც დაგითმობ.

შენ ისეთ საოცარ სიზმრიდან მეახლე,

ლეგენდად მეახლე და უკვდავ მეგობრად,

ფერიად მოფრინდი და შენი სიწმინდე,

გწამდეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა.


ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,

ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;

შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო,

შენგან არასდროს მომესვენება






Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.