Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Bob Dylan - What Was It You Wanted (ჩემებური თარგმანი)

მგონი რაღაცა გინდოდა,
გამიმეორო იქნებ...
შოუში სხვა რა ხდებოდა,
ან შოუს მიღმა, იქეთ?...
მგონი რაღაცა გინდოდა,
იქნებ თავიდან მოყვე...
წუთში გავჩნდები, ჰოდა,
წამოვიყოლებ ყოველს.

მგონი გინდოდა რაღაც,
მოყევი, დავბრუნდი, გისმენ.
თავიდან დავიწყოთ ანდაც,
გზა გავაგრძელოთ ისევ.
მთელ ყურადღებას გითმობ,
მითხარი, აღარ ღირს მოცდა.
მითხარი ჩემგან რას ითხოვ,
რას ნიშნავს ლოყაზე კოცნა?

ახლოს თუ იყო ვინმე,
კოცნას რომ მჩუქნიდი იქვე?
მე რომ ვერავინ შევნიშნე
ჩრდილზე გართხმული პირქვე.
იქნებ გჭირდება რამე,
ის, რაც უცხოა ჩემთვის.
რა გინდა? პასუხი გამეც,
იქნებ აქა მაქვს, ხელში...

შენ რაც არ უნდა გდომოდა,
არ მახსოვს, გაქრა უკვალოდ.
მითხარი რა უნდა მცოდნოდა,
გთხოვ, შემახსენო უბრალოდ.
იქნებ გაფუჭდა ფირფიტა,
ან ნემსი ასცდა მის ქუჩებს...
ნუთუ იქ ვიღაც უცდიდა,
ლოყას ასხლეტილ შენს ტუჩებს.

თუ რამ გინდოდა მითხარი,
მე ხომ არ გივსებ უწყისს.
ნუთუ შენა ხარ ის ქალი,
ვინც ჩემთან იყო უწინ.
მნიშვნელოვანი იყო ან,
ყურად ღებად არც ღირდა...
მითხარი, თუ რამ გინდოდა
მითხარი, მე დამავიწყდა...

ჩემგან თუ რამ გსურს, მაქვს რო?
რისას მხდი, არც ვიცი მფლობელს.
ნუთუ შენ ვიღაცამ გამცნო,
რომ ჩემგან მიიღებ ყოველს?
ბუნებრივად გსურს მომიყვე,
თუ ამბობ, რომ კვლავ გაერთო?
რისთვის მთხოვ ამ ყოველივეს,
ანდა ვინა ხარ საერთოდ?

ხომ არ შეცვალეს სცენარი?
რაღაც ვერ ჩავწვდი სიღრმეს და
თითქოს უკუსვლით ჟღერადი,
დაუკრეს ჩვენი სიმღერა.
მითხარ სად იყავ საწყისში,
რა გნებავს ახლა უფასოდ?
არ ვიცი რა გსურს, არ ვიცი..
შენ მე მომმართავ ძვირფასო?


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

daxe1965 (52)
#1, 21.09.2011 - 15:46
გმადლობთ :)
21.09.2011 - 16:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.