Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

უგულო და ოცნებების მტეხავი

დღეს უღმერთოდ მიმატოვე
ისევ და ...
დამიტოვე სამახსოვროდ ფანქარი
მარტოობის დანაკლისებს მივსებდა
შემოქმედი : პოეტი ან მხატვარი.
ალბათ უნდა , რომ ლექსებით ვიხარო
ჩემს მოკეთეს ,
მამაჩემს
და იმ პოეტს
ალბათ , მკითხავთ რა გინდა და ვინ ხარო
მერე რა რომ , ხსნა ლექსებში ვიპოვე.
ვიპოვე და ..
დავიმკვიდრე ადგილი
ჰო , გამიგო ალბათ ისევ ვერავინ
იქ ვარ ისევ ,
არ მასვენებს აჩრდილი
უგულო და ოცნებების მტეხავი . .!
გალაკტიონს
ვერ ვესტუმრე ვერაფლით
და გრანელის
სიკვდილს ვერ მივაგენი
მე მომწონხარ თავიდან და ყველაფლით
ღამეც მიყვარს ლექსებში განათევი .
გულმოკლული ,
ეს ეული სიმები
ჰო რომელიც .. სუნთქვის ჰანგებს მითვლიან
ქვეყნისათვის დაღუპული გმირები
მოდიან და ..
მაინც უხმოდ მიდიან .
ბულგაკოვი ჩემთვის უკვე ბევრია
მივაგენი ,
პოეზიის საფეხურს
უკვდავების გრძნობა რატომ მეწვია ?!
მე მივყვები მამაჩემის ნაფეხურს...
მონატრებამ ისევ სული დალია
წვიმამ შთანთქა -
ვარდისფერი დინება
მე დავხურე პოეზიის გალია
და ხელებზე ასოებიც მირჩება !
არ გამკიცხო ...
ასე რომ და ... რატომაც
ვუერთდები დრო და ჟამის ცვალებას
ეხლა ვხვდები - რად და რისთვის , რატომაც
შევეგუე უკვე გარდაცვალებას .. !

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.