Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ვყვირი იესოს და გატარებ ხელში აყვანილს.

შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია,
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ,
უხმაუროდ,
ყრუ ნაბიჯებით,
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს,
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება,
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე,
ზამთარი მოდის,
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს.

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები,
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები,
ცაში იმარჯვებს,
აქ,
მიწაზე ბრძოლის წამგები
და
ამ ყველაფრის დასტურია მისი სიტყვები.

სისულელეა ეს ამდენი დავიდარაბა,
ეს უაზრო
და უფერული ქვეყნის ყაყანი,
გინდა პილატე დაიძახონ,
გინდა ბარაბა,
ვყვირი იესოს
და
გატარებ ხელში აყვანილს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.