Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
irmuska blog
ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაირებოდეს... ოღონდ უნებურად... როგორც დევნილი... ან მდევარი... - და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი... ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ... ო, მაშინ... თვალებით ყველაფერის თქმა უნდა შეძლოს ... ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შენ თუ არა... -ყველაფერს აქვს თავის ჩრდილი - შუბლს,თმას ცხვირს, ტუჩებს... ხელისგული - ნამდვილი ქალის ხელის აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინვე მიხდებით ნამდვილი ქალი თუა - ანდა საკუთრი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვის ქალის ხელისგული...და თუ უყვარხარ,თუ უყვარხარ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი ... " შეჩერებული წამი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.