Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
miltoni blog

სევდა

თუკი სევდა მოგეძალათ ნუ მიჰყვებით მორევს,
ნუ გგონიათ ვერსად ნახავთ ქვეყნად სევდის მომრევს.

ტკივილი და სიხარული ხომ ერთმანეთს მოსდევს,
სევდამ რაღა დააშავა, მცირედიც არ გვქონდეს?

ღვინო?-არც კი გაიფიქროთ, ნუ გგონიათ რომ სძლევს
კარგა მაგრად დაგათრობთ და გამოგაცლით ღონეს.

ვერც ცრემლები გადაგარჩენთ თუკი სევდას ჰმონებთ,
თავის მოკვლა?-არც იფიქროთ, ბევრს ვერაფერს მოგცემთ.

როცა გულს შემოგაწვებათ დაუდექით ფარად,
კარგი სიტყვა უთხარით და დაიმონებთ თავად.

ემოციას ნუ აჰყვებით, სევდას ცეცხლად ერთვის,
ვერაფერი გადაგარჩენთ გარდა მამაღმერთის.

ცხოვრებაში განა ცოტა საზრუნავი გველის?
კაეშანი სათუთია, გაწვდა უნდა ხელის.

სწორედ სევდა გვაწერინებს, სიხარული გვართობს,
ჰოდა, კარგი ხელოვანი სევდას არც კი დასთმობს.

ამიტომაც, ტკივილის ჟამს ნუ ნიჰყვებით მორევს,
თუ მოძებნით ყოველ კაცში ნახავთ სევდის მომრევს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline miltoni (45)
ბრიტანეთის ოკეანეთი, British Oceania



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.