Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ვინაც ასე ოცნების, საგნად შემოვიტოვე.

ახლა ცა ჰგავს ჰორიზონტს,
შუაღამის ორია,
თითქოს ცაზე ღრუბლები, ქარის სუნთქვით მოთიბეს.
რეალობა თუ გინდა - თესლი პროკურორია -
გაყინული მიმიკით...
(უღმერთოა, ურწმუნო)
და ოცნებით ამართლებს - უშენობის, მოტივებს.

მიხატია კედლებზე,
დანატელოს სიზმრები -
მიხაკები - მკერდივით, სურნელების თასია..
სიკვდილამდე ოცნებად გტოვებ, ასე მჭირდები,
აბა თუკი ახდები,
ყველა ნატვრის სიმაღლედ,
მაშინ ამ ჩემს ოცნებას... მაშინ რაღა ფასი აქვს?

ჭიქა, ვისკის ფსკერიდან,
უნდა მოგსვა სიზმრებად
და ნისლებით დაგხატო. შენ კი სუნთქვას დამითვლი.
ვისხამ უკვე მეშვიდედ, ვსვამ და ისევ მინდება -
მწამდე სანამ ვარსებობ,
(გსვამდე სანამ ვიცოცხლებ)..
რომ შენ ყველა სისხლძარღვში გათენებად დამივლი.

ახლა ცა ჰგავს ფორიზონტს,
მე კი აღარ შემშვენის,
ალკოჰოლში ვახრჩობდე გაგიჟების სიმპტომებს -
ბოლოს ღმერთად დაისვამს ალბათ ვინმე რეგვენი,
იმ ქალს ვინაც არასდროს,
არ გახდება ჩემი და
ვინაც ასე ოცნების, საგნად შემოვიტოვე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ramzesa (27)
http://chemileqsi.ucoz.com/
#1, 22.09.2011 - 02:53
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.