Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

როგორ ვებრძოლოთ ქერტლს!


მედიკოსთა აზრით, ქერტლის მიზეზი შეიძლება იყოს სოკო, რომელიც თითქმის ყველას აქვს. სოკო ქერტლის წარმოქმნის პროვოცირებას დაქვეითებული იმუნიტეტის შედეგად ახდენს, იმუნიტეტს კი სტრესი, არასწორი კვება, დარღვეული ჰორმონალური ფონი და სხვადასხვა დაავადება აქვეითებს.

ამიტომ, თუ ქერტლი გაწუხებთ, შეეცადეთ არ ინერვიულოთ და ძილი არ დაიკლოთ, მიირთვით ჯანსაღი საკვები და რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული. მოერიდეთ შემწვარ-მოხრაკულს, ტკბილეულს, ცომეულსა და ალკოჰოლს. თუმცა სანამ ორგანიზმს შინაგანად მოიწესრიგებთ, შეგიძლიათ, მას გარეგანი დახმარებაც გაუწიოთ.

უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტებს შეიცავს. ასეთი შამპუნით თავი კვირაში ერთხელ დაიბანეთ და მას ერთ-ორ თვეზე მეტ ხანს ნუ გამოიყენებთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის კანის იმუნიტეტს გაანადგურებთ და ქერტლს კიდევ კარგა ხანს ვერ მოიშორებთ. ის მაშინვე გაგიჩნდებათ, როგორც კი ჩვეულებრივ შამპუნზე გადახვალთ. ქერტლის მკურნალობისას ასევე კარგია შამპუნები, რომლებიც შეიცავენ სალიცილის მჟავას, გოგირდს, სელენის დისულფიდს, კუპრს.

ეს ნივთიერებები არ იწვევს მიჩვევას და სანამ თქვენ შინაგანად მკურნალობთ ქერტლს, გარეგანი პრობლემებისგან დაგიცავთ.

და კიდევ, შამპუნებზე უფრო ეფექტური შესაძლოა, მარტივი შინაური რეცეპტები აღმოჩნდეს:

ქაცვი

ერთმანეთში აურიეთ ქაცვისა და ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთი, შეფარდებით 9:1. ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში და პოლიეთილენით შეიფუთეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. სასურველია, ასეთი პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტაროთ.

მკურნალობის კურსი 10 პროცედურას მოიცავს. ნაზავის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში. ეს ნიღაბი ცხიმიან თმასაც უხდება.

მწვანილი

ოროვანდის 2-3 ფესვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი კამის თესლი, დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.

დადგით ცეცხლზე და 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ ნაყენი გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაივლეთ თავზე და ბამბის პირსახოცით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ კი თავი შამპუნით ჩამოიბანეთ. თმა ბუნებრივად გაიშრეთ, ფენი არ გამოიყენოთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.