Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

10 მიზეზი, რის გამოც შეიძლება მამაკაცმა მიგატოვოთ!


1. თუკი ქალთან ურთიერთობა უინტერესო გახდა
მამაკაცი იდეალურს თუ არა, ისეთ ქალს მაინც ეძებს, ვისთან კონტაქტიც საინტერესო იქნება - საუბრისას თუ ფიზიკური სიახლოვისას. მართალია, ზედმეტად ჭკვიან ქალთან ურთიერთობა მას აფრთხობს - ანუ არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს, მაგრამ არც მხოლოდ სერიალებისა და იაფფასიანი რომანების მოყვარული ქალი იზიდავს.


დასკვნა: თავი ისეთად მოაჩვენეთ, როგორიც მას სურს, იყოთ.

2. როცა ადგილი აქვს ხასიათთა შეუთავსებლობას


თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ წყვილი რატომღაც წვრილმანებზე კამათობს, ვერ პოულობს კომპრომისებს, არანაირ დათმობაზე არ მიდის. ასეთ შემთხვევაში, ერთი გამოსავალი დაგრჩებათ - დაშორება.

დასკვნა: მამაკაცი ბუნებით ლიდერია, ამიტომაც სურს, რომ უმეტესწილად მას დაუთმოთ.

3. თუკი ქალი თავშეუკავებელია


არც ერთ მამაკაცს არა აქვს სურვილი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წითლდებოდეს თავისი პარტნიორის დაუფიქრებელი საქციელის გამო.

დასკვნა: ისწავლეთ საკუთარი თავის გაკონტროლება.

4. როცა ქალს საეჭვო წარსული აქვს


გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორების ხშირად ცვლას კარგი არაფერი მოაქვს. ნებისმიერ მამაკაცს აქვს სურვილი, იყოს ქალის ცხოვრებაში პირველი. ყოველ შემთხვევაში, 51-ე ადგილზე ყოფნა ნამდვილად არავის მოხიბლავს!

დასკვნა: იფიქრეთ მომავალზე იმ წუთიდანვე, როგორც კი თქვენს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი გამოჩნდება და ნუ დაივიწყებთ, რომ ახალგაზრდობა მარადიული არ არის!

5. როცა ქალი მამაკაცში მხოლოდ ფსიქოთერაპევტს ხედავს

ბუნებრივია, მას უნდა მოუყვეთ თქვენს პრობლემებზე, საზრუნავზე, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. წუწუნით თავს თუ მოაბეზრებთ, მალე თქვენზე მეტად გაღიზიანებული და პრობლემებით დახუნძლული პარტნიორი შეგრჩებათ ხელთ.

დასკვნა: ნუ დაივიწყებთ, რომ ამისთვის დაქალები არსებობენ!

6. როცა ქალი თავს აღარ უვლის

თუკი ის სიმპათიური ქალბატონი - რომელმაც დანახვისთანავე ასე მოხიბლა, მოუვლელ, თმაგაწეწილ, ფორმადაკარგულ დედაკაცად გადაიქცევა, ცხადია, მამაკაცი მისგან გაქცევას შეეცდება.

დასკვნა: არასოდეს მოადუნოთ ყურადღება საკუთარი გარეგნობის მიმართ, პირიქით - დღითი დღე უკეთესობისკენ უნდა ისწრაფოდეთ!

7. როცა ქალს მხოლოდ მამაკაცის ჯიბე აინტერესებს

მართალია, მამაკაცს სიამოვნებს ქალზე ზრუნვა, მაგრამ სამაგიეროსაც ითხოვს. და ეს სამაგიერო - სიყვარულია.
დასკვნა: თუ გსურთ, რომ მისგან საჩუქრები კვლავინდებურად მიიღოთ, დაანახვეთ, რომ ძველებურად გიყვართ.

8. როცა ქალი ქორწინებას ჩქარობს

მამაკაცს სჭირდება დრო, რათა ჩამოყალიბდეს და თავად გამოთქვას მოსაზრება, თუ როგორი ურთიერთობა სურს თქვენთან.

დასკვნა: ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, ამით მხოლოდ დააფრთხობთ მას.

9. თუკი მამაკაცმა ქალის ღალატის შესახებ შეიტყო

მამაკაცს შეუძლია გაპატიოთ თითქმის ყველაფერი, გარდა ღალატისა. თუ ეს მოხდა, ის აუცილებლად წავა თქვენი ცხოვრებიდან.

დასკვნა: უმჯობესია, მანამ დაშორდეთ მას, ვიდრე სხვასთან გააბამდეთ ურთიერთობას. ამგვარად მოსალოდნელ სკანდალსაც აიცილებთ თავიდან.

10. როცა ქალს მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მამაკაცს

თუკი ნებსით თუ უნებლიეთ, ამას გამუდმებით აყვედრით, ის დაკომპლექსდება და სავარაუდოდ, თქვენგან წასვლის სურვილიც გაუჩნდება.

დასკვნა: თუ თქვენ მასზე მაღალანაზღაურებადი სამსახური გაქვთ, ნურასოდეს გაუსვამთ ხაზს ამ გარემოებას; პირიქით - მის მიმართ იყავით თბილი, უშუალო, ლოიალური... ურთიერთობაში მთავარი ხომ ფინანსური მხარე არ არის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

musmusa (26)
,,თავი ისეთად მოაჩვენეთ, როგორიც მას სურს, იყოთ,,-არ ვეთანხმები. მას უნდა ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მას უნდა რომ ვიყო.
#2, 22.09.2011 - 11:45
leloleila (32)
;-)
#1, 22.09.2011 - 11:19
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.