Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

დამტოვე ცაზე, ნუ მომიყვან მიწაზე თორემ

დამხატე...

დამხატე ოღონდ, ნუ მოაქცევ სურათს ჩარჩოში,

ტილოთ აიღე ცა და...მიდი, ცაზე დამხატე,

ცისარტყელათი ამომივსე თვალებში სევდა,

შავი ღრუბელი , მოინდომე და გამიფანტე!

ღმერთი გაჩუქებს ლამაზ ფუნჯს და...ცაზე დამხატე,

წვიმა და თოვლი...მინდა მხოლოდ ჩემგან გაწვიმდეს,

თმები ქარისგან დამიწანი, ყველგან რომ მიგრძნო,

გათენებაც კი,ყოველი დღის ჩემთვის გინდოდეს!

დამხატე ცაზე,ნუ მომაქცევ ლამაზ ჩარჩოში,

უსასრულოა ჩემი სული...ჩარჩოს ვერ იხდენს,

სიყვარულისთვის არ არსებობს იცი სიშორე–

მინდა თვალებში არეკლილი სამყარო ჩანდეს!

ტილოთ ცა მოგვცა ღმერთმა, ფუნჯად შენი თითები,

მოლბერტისათვის...გვირილების მდელო აიღე,

დამტოვე ცაზე, ნუ მომიყვან მიწაზე თორემ,

შენს ნახატს ვიღაც უცხო მოვა...და ის წაიღებს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.