Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

უჩემობა სულში გაგატანს

დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს,
შენი ფიქრის და ღელვის საგანთა,
დღეს შენი დღეა, მაგრამ მოვა დრო
და უჩემობა სულში გაგატანს...
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და გატაცების ცეცხლით ენთები,
მაგრამ მე მჯერა, მოვა დღე ისევ
და მტკივნეულად გაგახსენდები...
რაც ლამაზია, რაც ზღაპარია,
შენზე ფიქრებს და ოცნებებს ერთვის,
და შენ ოდესმე მართლა ინატრებ
ლექსებს, დაწერილს შენზე და შენთვის...
მე ვარ ვინც ნებით სიმართლე დათმო
და მარტოობის ღამეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი
და უღმერთობას გადაეჩვია..
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს,
შენი ფიქრის და ღელვის საგანთა,
როცა იქნება სითბო მოგშივა
და უჩემობა სულში გაგატანს

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.