Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ფლავი კარტოფილითა და კვერცხით


მასალად საჭიროა: 500 გ ბრინჯი; 4 ცალი კარტოფილი; 3 სუფრის კოვზე ცხიმი; 4 ცალი კვერცხი.

მომზადების წესი:

ბრინჯი მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით, გადაიტანთ თუშფალანგზე და გადაავლეთ წყალი. შეაზავეთ მარილითა და ცხიმით.

ქვაბის ძირზე დააწყვეთ გათლილი და რგოლებად დაჭრილი კარტოფილი, დააყარეთ მომზადებული ბრინჯი, დაახურეთ თავსახური და შედგით ცეცხლზე. თავსახური ხშირად მოხადეთ, მასზე წარმოქმნილი წვეთების გადასაწურად.

როდესაც ზედმეტი სითხე აღარ წარმოიქმნება, თანაბარ ფენად დაასხით ათქვეფილი კვერცხი და ისევ დაახურეთ თავსახური. 3-5 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.