Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ხაჭოს ტორტი


შემადგენლობა: ცომი: 200 გრ ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი, 200 გრ შაქარი, 5 კვერცხი, 180 გრ კარაქი, ცოტაოდენი მარილი. კრემი: 30 გრ ჟელატინი, 170 გრ წყალი, 200 გრ შაქარი, 20 გრ ვანილის შაქარი, 800 გრ ხაჭო, 1 ლიმონის ცედრა, 50 მლ ლიმონის წვენი, 400 მლ ნაღები.

მომზადების წესი: ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებეი და კარგად გათქვიფეთ მიქსერით. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. ბისკვიტი შეაგრილეთ, გაჭერით შუაზე.

ჟელატინი დაალბეთ წყალში. შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა ათქვიფეთ. ჟელატინი ლიმონის წვენთან ერთად გაადნეთ, შემდეგ ამ ყველაფერს შეურიეთ ხაჭო და ათქვეფილი ნაღები. ბისკვიტის ერთი ფენა ჩადეთ ფორმაში, ზევიდან დაადეთ ხაჭოს მასა, შემდეგ კი ბისკვიტის მეორე ფენა.

ტორტი აუცილებლად შედგით მაცივარში. ზევიდან გააფორმეთ ხილით და შაქრის პუდრით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

musmusa (25)
miyvars
#1, 22.09.2011 - 11:51
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.