Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ჟელატინი ხილით


შემადგენლობა: 1 კგ ხილი (ფორთოხალი, ალუბალი, ბანანა, გარგარი, ყურძენი, ჟოლო), 50 გრ ჟელატინი, 250 გრ შაქარი,
900 გრ თეთრი ღვინო, 2 ცალი ლიმონი.

მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ წყალში, როცა ის გაფუვდება, გაადნეთ წყლის ორთქლზე. 300 გრამ ადუღებამდე მიყვანილ წყალში გაადნეთ შაქარი, შეაგრილეთ და შეურიეთ ჟელატინი. შემდეგ კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და დაუმატეთ ღვინო და ლიმონის წვენი. ისევ შეაგრილეთ.

ხილი დაჭერით წვრილად. ჩააწყვეთ სასურველ ფორმებში და ზევიდან მომზადებული ჟელატინი მოასხით. მინიმუმ სამი საათის განმავლობაში უნდა გააციოთ. სუფრაზე მიტანის წინ ფორმები რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩადგით, გადმოაბრუნეთ თეფშებზე. სუფრაზე შეგიძლიათ ნამცხვართან ერთად მიიტანოთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.