Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ალუბლის ღვეზელი


ასალად საჭიროა: 250 გ კარაქი, 250 გ შაქრის ფხვნილი, ერთი ლიმონის ცედრა, 5 კვერცხი, 125 გ ფქვილი, ვანილი და სახამებელი.

მოზადების წესი:

დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ, თანდათანობით ჩაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და ლიმონის ცედრა. შემდეგ სათითაოდ ათქვიფეთ კვერცხები, ნაწილ-ნაწილ ჩაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და სოდა ძმრით.

ყველაფერი ფრთხილად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული მასა გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფორმაში, ზემოდან მოაწყვეთ წინასწარ გარეცხილი, გამშრალი ალუბალი და შედგით ჰაერღუმელში 35 წუთით.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ნამცხვარი მზად არის თუ არა, ცომში ჩაურჭვეთ ხის წვრილი ჩხირი ან ასანთის ღერი. თუ მას ცომი მიეკრა, ნამცხვარი 10 წუთით ისევ შედგით ჰაერღუმელში. ასეთ დროს, უმჯობესია, ზემოდან დააფაროთ სპეციალური ქაღალდი, რათა ღვეზელი ზედმეტად არ გამოშრეს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.