Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ტირამისუ - ამიმაღლე განწყობილება

ოთხი საუკუნის წინ იტალიელი დიდებული კოზიმო დე მედიჩი III მეზობელ დაბას ესტუმრა. - რა მივართვათ ძვირფას სტუმარს?! - აწრიალდნენ მასპინძლები. მზარეულები დატრიალდნენ და საგანგებოდ მედიჩისთვის, ახალი კერძი, "ჰერცოგის წვნიანი" მოიგონეს.

კოზიმო დე მედიჩი აღფრთოვანდა და რეცეპტი მშობლიურ ტოსკანაში წაიღო. "ჰერცოგის წვნიანი" ტოსკანელებსაც მოეწონათ და მან მალე ფლორენციამდე მიაღწია. ფლორენციაში ის კურტიზანი ქალების საყვარელი კერძი გახდა.

ქალებმა დესერტი თავიანთ "კლიენტებშიც" გაავრცელეს და მას შესაფერისი სახელი დაარქვეს - "ამიმაღლე განწყობილება", ანუ "ტირამისუ".

სწორედ ამ თვისების გამო შეიყვარეს ის კურტიზანმა ქალებმა - "ტირამისუ" განწყობის ასამაღლებელი დესერტია, რადგან ალკოჰოლსა და შოკოლადს შეიცავს.

ტირამისუ

შემადგენლობა:

600 გრამი ყველი მასკაპონე ან – ფილადელფია,

10 კვერცხი,

400 გრამი შაქარი,

1 ლიტრი ნაღები 36/38-პროცენტიანი ცხიმით,

"ლედი ფინგერსის" ჩხირები – 2 ცალი,

რომი "ბაკარდი" და "მალიბუ" – 50-50 გრამი,

20 გრამი მუქი სუფთა კაკაო,

50 გრამი თეთრი რომი,

100 გრამი შაქრის სიროფი და 200 გრამი კარგი განწყობა!

მომზადება: კონიაკების ნაზავს ვუმატებთ სიროფს და ჩხირებს. ხუთი წუთით მოვათავსებთ ფუჟერში. მოვაყრით დამუშავებულ კაკაოს და წავუსვამთ "ტირამისუს" კრემს. ვამზადებთ ორ ფენად.

კრემი: შაქრისა და კვერცხის გოგლიმოგლს ორთქლის აბაზანაზე ვაჩერებთ, ვუმატებთ ყველს და ხელის მიქსერით ვამუშავებთ. შემდეგ ვაცივებთ და ვუმატებთ ათქვეფილ ნაღებს, სასმელებს, "ტირამისუს" მშრალ ფხვნილს და ექვს-რვა გრადუს ტემპერატურაზე ვაცივებთ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.