Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maniavalia blog

dilis vardi xar qalau

დილის ვარდი ხარ, ქალაუ,
მზე რომ მოაფენს სხივსაო,
სხივი მთისწვერზე მოსული,
თვითონ სხივი ხარ მზისაო.

ატმის გაშლილი კვირტი ხარ,
წვიმა რომ დაბანს პირსაო,
დამწიფებული ნაყოფი,
ტოტებს რომ დახრის ძირსაო.

ბუნების სილამაზე ხარ,
შველი ირემი ტყისაო,
საცქერლად ჯეირანი ხარ,
ლამაზი მაღლის მთისაო.

ოქროს წინწკლებით შემკული
კალმახი წყაროს წყლისაო,
მწყერი ყელმოღერებული,
გასუქებული რთვლისაო.

ყელზედ ქედანა მტრედი ხარ,
მღუღუნე ტკბილის ხმისაო,
ამ გულის ბატონ-პატრონი,
არწივი მაღლის მთისაო.

ნუ მომკლავ შენი სურვილით,
თუკი რამე გწამს ღვთისაო,
შენ ნუ გახდები მიზეზი
ამ ჩემი სიკვდილისაო.

ადექ, წამომყევ ქალაუ,
ბიჭი ვარ ოცი წლისაო,
სახლში კარგი მყავ მშობლები,
სიცოცხლეს ნახავ ტკბილსაო.
ვინც მიღალატოს, გაუწყრეს
მადლი ხახმატის ჯვრისაო,
ხმალი გადუტყდეს მაჯაში
და წერა გახდეს მტრისაო.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.