Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ცარიელი ტაძრები

გული არ მიწევს ეკლესიისკენ,
იქ არ სურს ძებნა სულს - მაძიებელს.
მღვდლებო, რომ ზომავთ ეკლების სისქეს,
სიღრმე სად გვრჩება - „მართლმადიდებლებს“?...

თქვენს ქადაგებას არ შველის მარხვა
და ვეღარ შიფრავთ ქრისტეს იგავებს.
სულს თუ შეუძვრა ძიების მახრა,
ჯვარზე ვერ ნახავ ღვთის გრძედს, ღვთის განედს.

თქვენ აღარ ძალგიძთ იყოთ გზამკვლევი,
ფარას დოგმების ველზე აძოვებთ...
ჭეშმარიტების თქვენ გახდით მკვლელი,
აღარც თქვენ ეძებთ, არც ჩვენ გვადროვებთ.

გზას არ მივყავარ ეკლესიისკენ,
ღმერთი ვეძიე და იქ ვერ ვპოვე...
ძებნით გავნაგრძობ სვლას მესიისკენ
ცარიელ ტაძრებს ზურგსუკან ვტოვებ...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.