Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
ღმერთო, შემეწიე, ცოდვა მახრჩობს,
გზა წინათგრძნობამ ვერ გამიკვლია,
სული მეხუთება, ფიქრი მტანჯავს,
რა მემართება, ვერ გამიგია.
იქნებ დავარღვიე შენი აღთქმა,
ნუთუ დამეკეტა ყველა კარი,
თუკი ჰაერია რად ვერ ვსუნთქავ?
მინდა წინ წასვლა და მბოჭავს ქარი.
მე ხომ პირობები შევასრულე,
თუმცა აღთქმა როდის დამიდია,
ვეღარ გავარკვიე რა მაწუხებს,
რა მემართება ვერ გამიგია.
გრძნობა წამართვეს და გამითელეს,
ნათელი ფერები გააშავეს.
ღმერთო, რა შეგცოდე ამისთანა,
უფალო, შემეწიე დამნაშავეს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.