Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

ჩემს ერთადერთ აჩემებაში,

ღამით დავივლი შენი სხეულის უცხო ბილიკებს,
სახეს შევუშვერ გადარეულ შენს თმათა ჩანჩქერს
და ნამიანი მაგ ნაკვთების ნაცნობ ღიმილებს
ჩემი თვალები დაკოცნიან სიმორცხვით ნაფერს.
გადავეშვები ნიკაპიდან შენს მკერდის ზღვაში,
ცხელი ტუჩებით ავაქაფებ მოვარდნილ ტალღებს
და სიმხურვალე გადალესილ ცვარიან კანში
ურჩი თითები დაიპყრობენ შენს იალაღებს.
გამოვიდარებ ჩაბნელებულ ქუჩათა ცაზე,
მე წამწამებით გადაგიგვი ყველა ქვაფენილს,
ეს სიყვარული გამიზრახავს შეგაშრო ტანზე,
შენ ჩემს სხეულში დაგაძინებ ხელით ჩაფენილს.
და ნუ იფიქრებ ყველაფერზე, განდევნე ფიქრი!
დარჩი სულ მარტო ჩემს ერთადერთ აჩემებაში,
თვალგანაბულმა დაივიწყე ათასი რიდი,
ათასჯერ რიდი ჩაგვაკვდება ღამის ვნებაში.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.