Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

სიყვარულმა მომიხელთა!

გამარჯობა,

გული მინდა გაგიშალო.

მოგიყვები,

ოღონდ შენ არ დამიშალო.

მომისმინე,

დავფიქრდე და აი ვიწყებ.

რასაც გეტყვი

გთხოვ ნურასდროს დაივიწყებ.

რომ არ ვიმჩნევ

არ მადარდებ? რა გგონია?

შენი ნახვით,

მემართება აგონია!

როცა გხედავ,

საოცრება მემართება,

მაინც შემრჩა

სურვილი და შემართება.

თავისთვად,

არ გადარდებ მეგონება,

შენზე ფიქრმა

დამიბინდა მე გონება.

ამ ლოდინში

ოცნებამაც მიმატოვა

გამიწვიმა,

გულზე ფიფქი მიმათოვა.

დაგივიწყებ?

ჯერ არ ვიცი. შეიძლება.

მაინც მჯერა

რომ რაღაცა შეიცვლება.

ვიშველიებ

კუპლეტებს და სტროფებს, ბწკარებს

ასე მაინც

თუ გაგიღებ გულის კარებს.

რომ გიყურებ

რა უ-აზროდ მეცინება,

ყოველ ღამე

შენზე ფიქრით მეძინება.

ანგელოზი?

შენზე რაღაც მეტი ითქმის

შემიყვარდი?

არც მიკლია ბევრი თითქმის.

მომენატრა

თრთოლვა მაგ შენს ლამაზ ხელთა

სხვა რაღა ვქნა?

სიყვარულმა მომიხელთა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.