Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
LLalikoo blog

ნიკა კვესელავა

ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი
ლამპიონებს მიესალმა სიცივე,
აღარ მინდა შემოდგომა,დამღალა
აღარ მინდა სულ ერთი და იგივე.

ქრიზანთემებს სიო ურხევს დალალებს
როგორ გაძლებს ღამეც გარეთ,სამი თვე
ცაზე თურმე გადამწვარა ვარსკვლავი
ძალიან გთხოვ ღმერთო მთვარე ამინთე.

შემორჩენილ სითბოს ვაცმევ იანვარს
ახლა მხოლოდ გული დამრჩა მათხოვარს,
გრანელივით დავრჩი მიუსაფარი
სიცოცხლე მძულს უფალმა რომ მათხოვა.

ფანტელები მეცემიან ხურდებად
მადლობასაც შეპარვია სიმორცხვე,
რომ ვიცოდე თოვლი აღარ დადნება
გეფიცები,თებერვლამდე ვილოცებ.

დღე კიაფობს სევდაჩამცხრალ ლანდებთან
ხმა ჩაუწყდა ქარში ბებერ იადონს
ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი
და მდგმურივით ახლაც ჩემში ბინადრობს

ნიკა კვესელავა
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.