Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რატომ არ შეიძლება მათი გონებიდან ამოშლა?

ხანდახან მგონია, რომ დედამიწა უკაცრიელი ადგილია, სადაც მხოლოდ მე და მარტოობა დავაბიჯებთ... მისი ცივი ხელებით ჩემ ხელს ჩაბღაუჭებია და არ უნდა, რომ სადმე გამიშვას... თითქოს სადმე გაქცევა შემეძლოს... ჩემი ცხოვრებაც წყვდიადს დაემსგავსა... აღარსად ისმის ჩიტების გალობა, მდინარის ხმაური, ზღვის ტალღების ნაპირთან შესკდომის ხმა და აღარც მზის სხივები ჩანს სადმე... სულ მარტო ვარ... ყოველ წუთს მარტოობის ცივი მარწუხები სხეულში მესობა და მოძრაობის უნარს მაკარგვინებს... ჰმ! გულის ცემაც აღარ მესმის... ნუთუ ჩემი გულიც გააჩერე?! მაგრამ ის ხომ მხოლოდ შენთვის ფეთქავდა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის ფეთქავს თუ არა, მაინც შენ გეკუთვნოდა და ახლაც ალბათ შენს გვერდითაა... ცრემლები... ისევ ეს მარილიანი წყალი მისველებს სახეს... ჰო, ეს წყალია, ოღონდ მხოლოდ სხვისთვის... ჩემთვის კი ის დარდი და ნაღველია, რომელიც ჯებირებს ანგრევს და ქუთუთოებზე ღვარად ჩამოედინება... თითქოს მდინარე იყოს და საკუთარ კალაპოტს ეძებდეს, რათა ზღვისკენ წასასვლელი გზა იპოვოს... მაგრამ ალბათ ეს გზა უკვე დიდი ხანია იპოვა... მიკვირს კიდეც ზღვა როგორ არ დიდდება...
ეს მოგონებები... რატომ არ შეიძლება მათი გონებიდან ამოშლა? ასე, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა... მაგრამ არა, დედამიწა ხომ ჩვენი ტანჯვისთვისაა შექმნილი... მხოლოდ ტანჯვისთვის, მასზე ბედნიერების პოვნა იგივეა, რომ თივის ზვინში დაკარგული ნემსი იპოვო... ოდესღაც იგრძნობოდა ეს ბედნიერება, მაგრამ რაც შენ წახვედი მას შემდეგ ყველაფერი გაუფერულდა... გაქრა... სადღაც სამყაროს კუნჭულში გადაიკარგა და ახლა დავრჩით მხოლოდ მე და მარტოობა... ალბათ კიდევ მრავალი წელი დამიმშვენებს გვერდს ეს ცივი, უგრძნობი არსება და ასე ხელიხელჩაკიდებულები მთელ დედამიწას შემოვივლით, სანამ ისევ არ გიხილავ, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.