Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

სიჩუმის აღთქმა

ასე მგონია, მელოდები რომ რაღაც გითხრა
და პასუხები დავახვედრო შენს ნასროლ კითხვებს.
წუხელ, ღრუბლები ჩამოვიდნენ მიწაზე ციდან
და ჩვენი ქუჩაც გუბე-ღილებს ბავშვურად იხდენს…

მეც შევალეწე ქარის წისქვილის ჯიუტად ფრთები…
გაგეცინება და მებრძოლი ვიყავი ერთ დროს…
ახლა, ჭრილობებს, რომ მიხვევენ მაშინღა ვდგები,_
საწოლიდან და ჩემს ოთახსაც ვერაფრით ვერ ვთმობ.

გაგიკვირდება და დაკარგვა დამჩემდა ხალხის…
პოეტობა კი, ნიჭზე მეტად წყევლაა ვფიქრობ ...
ზიხარ და განცდილ ემოციებს ფურცელზე თხაპნი,
ტკივილზე წერაც გსიამოვნებს და თავსაც ირთობ…

ისევ გგონია, რომ სათქმელი რაღაცა დამრჩა ,
რომ მოვალ ჩუმად,მოგიყვები,ჩვენზე ძველ ამბებს…
ის კი არ იცი , ჩევნ ორს შორის სიჩუმის აღთქმა
დაგასწარი და მე პირველმა, შენამდე დავდე

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

eleganti20 (26)
ამ ლექსის ავტორი არ ვიცი ვინაა მაგრამ უდაოდ ნიჭიერია და იცის, როგორ უნდა წეროს ლექსი, კრიტერიუმებიც ესმის და ტაქტიკაც აშკარად. თუ შენ ხარ ავტორი თავად, მინდა გაგიცნოოო შენივე სურვილის არსებობის შემთხვევაში რათქმაუნდა.
#2, 23.09.2011 - 01:45
ara es ara chemi leqsi arc avtori vici vinaa
23.09.2011 - 12:18
ის კი არ იცი , ჩევნ ორს შორის სიჩუმის აღთქმა
დაგასწარი და მე პირველმა, შენამდე დავდე..
#1, 23.09.2011 - 00:41
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.