Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

.....................

ვიცი, ამ წვიმებს სექტემბერი არაფრად ჰყოფნის.
ძველი სახლები მუხლებამდის დგანან წყალში და
თუ უჩემობა მიზეზია მარტოკა ყოფნის,
ნუღარ დამეძებ ნაფეხურებს წვიმა წაშლიდა.

მე მძულს ტირილი და თამამად ვტირი წვიმაში,
საკუთარ ცრემლებს წვიმისაგან ვანსხვავებ ვეღარ...
და თუ ვტყუივარ პასუხს ვაგებ ყველას წინაშე,-
გემუდარები შემომწირე ეს ერთი დღეღა....
ხვალ შემოდგომა ამ ბილიკებს ფოთლებით მოჰფენს,
ძველი უბნები მუხლებამდე დგანან წყალში და
როცა ერთად ვართ ერთმანეთი არასდროს გვყოფნის,
არსად წასულიც მენატრები უკვე საშინლად...
არ მაქვს და მაინც, ყველაფერი ერთბაშად მნებავს,
უბედურება აფთარივით ფეხდაფეხ დამდევს.
ვდგავარ წვიმაში, დედამიწა წააგავს ემბაზს...
და სიყვარულის ნათლობაა მიწიდან-ცამდის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.