Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება..



გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...

ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,

გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,

ცრემლს ღიმილი ენატრება,

ღიმილი კი ბიჭთან რჩება.

ვერ გაიგებ სად რა ხდება...

ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,

ის სხვა უცებ მიატოვებს,

მასზე გულიც არ დასწყდება.

გოგოს ფიქრთა კორიანტელს

ბიჭის სახე ელანდება,

დაღამდება, გათენდება,

მის გარეშე ჩუმად დნება.

ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,

ერთხელაც არ ახსენდება

და თუ მაინც გაახსენდა,

მოკითხვაც კი ეზარება.

დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,

გოგოს გულში სხვა გაჩნდება,

გაზაფხულის ლამაზ დილას

სადედოფლო კაბით ხვდება.

გეცინება? არ თქვა რატომ,

ვერ გაიგებ სად რა ხდება...

ბიჭი ნომერს აკრეფავს და...

გულზე დარდი დააწვება.

ერთადერთი სიყვარული

დღეს მის თვალწინ გაფრინდება.

ფიქრს აურევს მოგონება,

თვალზე ცრემლი გაუჩნდება.

რაც ყველაზე ლამაზია,

ასე უცებ რატომ ქრება?

არ გინდა, არ უპასუხო,

ვერ გაიგებ სად რა ხდება,

რატომ ხდება, რისთვის ხდება...

გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.