Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მადლობა

მადლობელი ვარ სიყვარულისთვის,
მადლობელი ვარ, რაც დამინახავს თქვენს საქციელში,
რაც გამიგია, რაც განმიცდია მადლობელი ვარ
მადლობელი ვარ რაც მისწავლია,
მადლობელი ვარ ღმერთის ამისთვის,
როცა ვიხსენებ მაშინდელ ამბებს
მადლიერებას კვლავაც განვიცდი.

უნდა გხედავდე, გაღიარებდე,
უნდა მახსოვდე, არ გივიწყებდე.
უნდა ვტიროდე, რომ გიღალატე,
უნდა ვნანობდე, რომ მიგატოვე.

ვუკვირდებოდე, ვაფიქსირებდე
ფიქრებს მოსულებს, განცდებს მოტანილს;
ვამჩნევდე, ვყოფდე და ვიმარხავდე,
თანხმობებითა და აკრძალვებით.

მინდა, სულ მინდა და კიდევ მინდა,
ეს მონდომება აღარ მთავრდება,
ივსება გული, თანაც იღვრება,
სავსეა უკვე, მაინც ივსება;
იტევს სამყაროს განცდებს, ტკივილსაც,
სიხარული კი ფარავს ყველაფერს,
მოლოდინია კვლავ სიხარულის,
მინდა სულ მინდა და არ ჩერდება
ეს მონდომება მშვიდი და თბილი,
მადლიერებაც ახლავს უსაზღვრო,
და თანაც ცოდნა, რომ კვლავაც მოვა
და რომ შეიგრძნობ სისავსეს გულის,
და უფრო მეტსაც უკიდეგანოდ

არ ვიცი ხვალ აქ, თუ რა იქნება,
არ ვიცი, სად და როგორ ვიქნებით,
არ ვიცი, ჭერი თავზე გვექნება,
არ ვიცი, როდის ვის დავჭირდებით.

ვიცი, რომ თუკი შენთან ვიქნები,
მე არაფერი გამიჭრდება,
ყოველთვის ერთად მშვიდად ვიქნებით,
და თან განვიცდით მადლიერებას.

ვხედამ მე შენით, რომ ხარ შენ ყველგან,
რომ შენით ბრწყინავს ჩვენი ქვეყანა,
გიცნობ და ვიცი, რომ შენ გაქვს ძალა,
რომ გაბრწყინება შენი ნებაა.

ქრისტე ხარ ღმერთი და მეც ვარ შენთან,
როცა ასეა ვლინდები ყველგან
მართალი სიტყვით და საქციელით,
თან სიხარულში შეგყავარ მეც და
და ის, რომელიც შენ გაღიარებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

zurabi77 (39)
zalıan kargıa
#1, 23.09.2011 - 21:17
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.