Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რაც დავინახე, რაც ვიგრძენი, მე ის დავწერე, მე ხომ უბრალოდ ასეთი ვარ, რა მოხდა მერე...

ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული,
ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული.
სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი,
მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი.

მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად,
თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად,
მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი.

როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას
იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში,
ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში.

მერე რა მოხდა.. თუ ჩემს ლექში ცა მუდამ ტირის,
ნაცრისფრად მოჩანს, ფოტოები ცხოვრების ფირის,
რაც დავინახე, რაც ვიგრძენი, მე ის დავწერე,
მე ხომ უბრალოდ ასეთი ვარ, რა მოხდა მერე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.