Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
LLalikoo blog

ნიკა კვესელავა – მაპატიე

დაასველა წვიმამ ღამის შავი აფრა,
მოგონებებს თავხედივით ავებუნტე,
ვამპირივით ყელში მწვდება ნიკოტინი,
მაპატიე პირველად რომ გაგებუტე.

რომ იცოდე როგორ მიყვარს ყვავილები,
ჯერ არმინდა რომ მოვკვდები მომე მერე,
წყეულ თვალებს უკვე ფერი გადასვლიათ,
მაპატიე პირველად რომ მოგეფერე.

სიბრალულიც მავნე ზიზღმა გადაფარა,
ეს საღამოც ჩემს ნებაზე ვერ გავმართე,
გამაგიჟებს გათოშილი მარტოობა,
მაპატიე პირველად რომ გეკამათე.

ვიცი ალბათ ხვალინდელი სუნთქვა შემშლის,
ქრიზანთემებს დასტყობიათ ჩუმი დარდი,
ბედისწერა ხელისგულზე მათამაშებს,
მაპატიე რომ აქამდე არ მიყვარდი.

სიცოცხლიდან სიკვდილამდე მრჩება წლები,
სიბნელეში იმედებით გავათიე,
არ ვინაღვლებ თუ კი რამე ცოდვა დამრჩა,
ოღონდ ახლა ეს ნაწერი მაპატიე.
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.