Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

თან რო მოვიდე, უნდა მომელოდე





თან რო მოვიდე, უნდა მომელოდე
როგორც არავინ არასდროს,
შენთან რო მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით
ყველაფერს ჩემი სახელი უნდა ეწეროს ოქროს ასოებით,
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა დღის დამღამებელი
და უსასრუო ღამის გამთევი,
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო,
ჩემი სახელი მესმის თუ არ მესმის უნდა იძახო და იძახო...
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული
შენ არ შეელიო და შეინახო,
უჩემოდ ვერავინ გაგაგონოს ათასი გიხმონ და გიძახონ,
ჩემი გამოჩენა უნდა იყოს შენთვის ცის გახსნა, ღვთის წყალობა,
ჩემი ხმა უნდა იყოს შენთვის სირინოზების გალობა
უჩემოდ უნდა იყო უმზეო ყვავილი უსახო..
უჩემოდ ვერავის შეეძლოს შენი შველა და წამლობა,
უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მნიზნად არაფერი დაისახო,
შენ ჩემთან ერთად ერთად უნდა იცოცხლო და ჩემთან ერთად დაიმარხო,
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და ყელამდე სავსე ხარ შენთან რომ ვარ,
თუ ყველა შენი გზა ჩემთან მოდის და სხვა გზა არ გაქვს
შენთან მოვალ!"

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.