Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antoniusi blog

შენდამი

მე მოვალ...შემოვაღებ სარკმელს, სადაც შენი მშვენიერი სამყარო იშლება ჰორიზონტზე ლამაზ ხაზებად...მოვალ და ჩურჩულით გეტყვი, თუ რას განვიცდი, რატომ მოვედი შენთან...შენ ინაბები, თავს ხრი მორცხვად და ფაფუკ ლოყებზე გენთება ცეცხლი...მერე ცისარტყელასავით ჭრელდები...იწყება წვიმა, ნამი გედება დაბერილ ვარდის კოკორს...უნდა მოგწყვიტო, გყნოსო, გეფერო, ჩაგიკრა გულში და არ მოგაკლო სითბო, რათა არ დაჭკნე, არ მოიწყინო, არ დაბერდე და ეგ ლამაზი სურნელოვანი ფურცლები არ ჩამოყარო, ქარს არ გაატანო ჩემს ოცნებებში მრავალჯერ გრძნობით და ვნებით ნაფერები...ჩემი სიყვარული... 

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

irmuska (40)
rata ar dachkne,ar moiwyino,ar daberde da eg lamazi surnelovani furclebi ar chamoyaro.
#2, 25.09.2011 - 15:37
ქალს მუდამ ფერება უნდა, თორემ მერცხალივით თბილი ბუდის ასაშენებლად სხვაგან გაგიფრინდება...
25.09.2011 - 16:05
liberdadi (37)
ქარს არ გაატანო ჩემს ოცნებებში მრავალჯერ გრძნობით და ვნებით ნაფერები...ჩემი სიყვარული...
#1, 25.09.2011 - 11:03
 

User
offline antoniusi
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.